კიუსიუ ბაშომ ნეცამეტე საშეჯიბრო დღე მოილია, ლევან გორგაძეს 7 გამარჯვების წილ 6 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსის დასაბევებლად და ტიტულის უპირობოდ შესანარჩუნებლად დარჩენილი ორი ბრძოლიდან ერთი აუცილებლად უნდა მოიგოს. 
დღეს ქართველმა ოძეკიმ მეექვსე მაეგაშირა ტაკანოივა დაამარცხა, თუმცა გაუმართლა კიდეც – მეტოქეს ფეხი დაუცდა. ხვალ ლევანის მეტოქე სეკივაკე მიტაკუემი იქნება, ვისთანაც რვა შეხვედრიდან ხუთი მოუგია. თუმცა, მიმდინარე ბაშოზე უკვე შვიდკერ წამგები მიტაკუემისთვის ხვალინდელი ბრძოლა უარყოფითი ბალანსიდან თავის დაღწევის ბოლო შანსია და იოლად არაფერს დათმობს.
მოტივაცია არც ჩვენებურს აკლია – ერთი მოგება კადობანში ჩაყენებისგან იხსნის.
წილი
წინა სტატიასულ სხვადასხვა ამბები დროზე
შემდეგი სტატიაქართველის ვერცხლი რუსეთში წავიდა
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".