IFAB მოგეხსენებათ რაც არის: ეს გახლავთ ფეხბურთის საერთაშორისო საბჭო, რომელშიც შედიან ინგლისის, შოტლანდიის, ჩრდილო ირლანდიის, უელსის ფეხბურთის ასოციაციები და ფიფა. საბჭოს ოფისი მდებარეობს ციურიხში. საბჭო იგონებს, განიხილავს, ცვლის და ამტკიცებს ფეხბურთის წესებს.

დღეს IFAB-ს მორიგი თათბირი აქვს. დღის წესრიგშია ათი საკითხის განხილვა. მართლა შეიცვლება თუ არა ფეხბურთის წესებში რამე, ამას 2019 წლის მარტში ხსენებული ორგანიზაციის ასამბლეა დაადგენს, მანამდე კი მსჯელობა გაგრძელდება. გთავაზობთ იმ შესაძლო ცვლილებების ჩამონათვალს, რომელიც IFAB-მა ჯერ უნდა განიხილოს და თუ მოიწონებს მერე დაამტკიცოს:

1. ცოცხალ კედელში მეტოქე გუნდის ფეხბურთელების ჩადგომა აიკრძალოს.

2. თუ თანაგუნდელისგან მიგორებულ ბურთს მეკარე ხელში აიღებს, დაინიშნოს პენალტი.

ამ ცვლილებას სავარაუდოდ დაიწუნებენ, რადგან ასეთი დარღვევა ისედაც ძალიან იშვიათია და მასთან კიდევ უფრო მკაცრად ბრძოლა საჭირო არ უნდა იყოს. თავისუფალი დარტყმის დანიშვნამ პრობლემა, რომლის გამოც ეს წესი თავის დროზე მოიფიქრეს ისედაც აღმოფხვრა.

3. სწრაფი შეცვლა

დღემდე ასეა: ფეხბურთელმა, რომელიც თამაშიდან გადის, მოედანი უნდა გადმოკვეთოს და ისე გამოეთიშოს შეხვედრას. შემოთავაზებული წესის თანახმად კი მან მოედანი ყველაზე ახლო კიდესთან უნდა დატოვოს — სულერთია, ეს აუტის ხაზი იქნება თუ კუთხურის.

ამ ცვლილების მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ჯერ ერთი ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელს დიდხანს უწევს მაყურებლის ცხვირწინ სიარული და მეორეც, ის მენტალურად თამაშში რჩება — უყურებს თანაგუნდელებს, შეიძლება რამე დაუძახოს კიდეც. მოკლედ, საკითხი განხილვას საჭიროებს.

4. ABBA პენალტები

ჩვეულებრივ, პენალტების სერიაში დარტყმას ჯერ A გუნდი ასრულებს, მერე B, მერე ისევ A და ასე შემდეგ. ABBA ვარიანტში ერთი გუნდი სულ პირველი დამრტყმელის და მეორე მდევრის როლში არ იქნება.

5. წითელ-ყვითელი მწვრთნელებისთვის

ამ წესის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ მწვრთნელებს ბარათების — მითუფრო ყვითელი ბარათების — ხშირად მიღება, თამაშის კიდევ უფო ორგანულ ნაწილად აქცევს, რაც სასურველი არ არის.

6. თუ ფეხბურთელს ბურთი ხელზე მოხვდა გოლი არ ითვლება

თვით გერმანიის ჩემპიონატშიც კი იყო შემთხვევა, როდესაც ფეხბურთელს ბურთი უნებლიედ ხელში მოხვდა და კარში შევიდა. ასეთ დროს მსაჯები გოლს თვლიდნენ. ახლა მათ სთავაზობენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ გოლის ავტორს ბურთი ჩამოშვებულ ხელზე მოხვდება, მსაჯმა უნდა დაუსტვინოს. კი ბატონო, მაგრამ თუ მოთამაშეს ბურთი ჩამოშვებულ ხელზე მოხვდება, თანაგუნდელს მიუვა, ის კი ფეხით გაიტანს, მაშინ რა მოხდება? წესით, გოლი უნდა ჩაითვალოს, არა? ამიტომ, ამ ცვლილების მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ მისი შემოღებით ორმაგ სტანდარტთან  ექნებათ საქმე.

7. ხელით თამაშის ახლებური განსაზღვრა

ხელით თამაშის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს, რამდენად არაბუნებრივი იყო ფეხბურთელის მოძრაობა. მაგალითად, ჯარიმა უნდა დაინიშნოს, როდესაც მოთამაშე ხელს მხარზე მაღლა წევს. იგივე უნდა მოხდეს მხრის სიმაღლეზე აწევის შემთხვევაშიც. ახლა, გვთავაზობენ წესს, სადაც მსაჯმა საათის ციფერბლატი უნდა წარმოიდგინოს და თუ ფეხბურთელი ხელს 4 და 8 ციფრებზე მაღლა აწვს, დაუსტვინოს.

სავარაუდოდ, ხელით თამაშის შეფასება მომავალშიც საკამათო იქნება.

8. პენალტი გაგრძელების გარეშე

ანუ, პენალტის დარტყმის შემდეგ იქნება მხოლოდ გოლი, დარტყმა კარიდან ან კუთხური.

9. მოედანზე სწრაფად დაბრუნება

დაშავებულ ფეხბურთელს აღარ სჭირდებოდეს მსაჯის ცდა, თუ როდის მისცემს ის მოედანზე დაბრუნების უფლებას.

10. კარიდან დარტყმის დროს საჯარიმოში ბურთის ჩაჭრა შეიძლებოდეს

 

 

 

 

 

 

 

წილი
წინა სტატიადენ ბოსხმა რვიანები მოხაზა
შემდეგი სტატიაგვარდიოლას ოცნება
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...