… ნუ იფიქრებთ, რომ საქართველო-ყაზახეთი მხოლოდ პრესტიჟის ამბავია. კი, საქართველო პირველ ადგილზეა და ყაზახები ჩვენებს გვერდით ვერ დადუდგებიან, მაგრამ კონკრეტულად ჩვენთვის ეს თამაში პრესტიჟს სცილდება, სხვა მხრივაც მნიშვნელოვანია და აი, რატომ:

ერთა ლიგის D დივიზიონის ოთხი პირველადგილოსნიდან ორი საუკეთესო (ჯგუფში დაგროვილი ქულებით) ორ უარესი მაჩვენებლის მქონე გუნდს უმასპინძლებს. დავუშვათ, საქართველომ დააგროვა 16 ქულა, ბელარუსმა 14, კოსოვომ 13 და მაკედონიამ 12. ნახევარფინალში საქართველო შინ შეხვდება მაკედონიას, ბელარუსი კი შინ, კოსოვოს.

როგორც იცით, ნახევარფინალები ერთმატჩიანია. ფინალი კი წილისყრით გაირკვევა, თუ სად ჩატარდება.

ჰოდა, ხომ გვსურს საქართველომ ნახევარფინალი შინ ითამაშოს?! ეს კი, დიდი ალბათობით, ვერ მოხერხდება, თუ ბოლო ტურში ჩვენები ყაზახებს ვერ მოუგებენ. ფრეს შემთხვევაში საქართველოს ბელარუსი გადაუსწრებს, რადგან უკვე დაასრულა ჯგუფური ეტაპი, 14 ქულა დააგროვა და ბურთების ბალანსიც ჩვენზე უკეთესი აქვს: 10:0. საქართველოს ყაზახეთთან მატჩამდე 13 ქულა აქვს.

და ბელარუსის გარდა, დიდი შანსია, დანარჩენი ორი ჯგუფიდანაც ქართველებს კოსოვომ, ან მაკედონიამ აჯობოს.

ყაზახეთთან საქართველომ უნდა მოიგოს, პრინციპული მატჩია, აუცილებლად მოსაგები!

კიდევ?

D დივიზიონში ჯგუფების შედეგებით საუკეთესო ერთი ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპის წილისყრისას მეოთხე კალათაში იქნება განთესილი.

16-დან მხოლოდ 1. ყაზახეთთან მოვიგებთ? მეოთხე კალათაში ვიქნებით.

ვერ მოვიგებთ? – მაშინ მეხუთე კალათა იქნება ჩვენების ხვედრი.

აბა, თქვენ იცით!

 

წილი
წინა სტატიატოჩის ქართული კადობანი?
შემდეგი სტატიადიდი მთხოვნელები და ერთგულება
ილია ნანობაშვილი
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ