ჰოლანდიურ ჰააგაში დღეს დაწყებულ ძიუდოს გრანპრიზე ქართულ ყულაბაში პირველი ოქრო ჩაჩხრიალდა.

ვაჟა მარგველაშვილი ზედიზედ მეორე ტურნირია, უშანსოდ ტოვებს მეტოქეებს. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჩვენმა ფალავანმა გზიდან ჯერ სამხრეთაფრიკელი დანიელ ლეგრანჟი ჩამოიცილა, შემდეგ ესპანელი დავიდ გარსია ტორნე, მეოთხედფინალში კი ბოსნიელი ჰაგე ზადრო. ნახევარფინალში ვაჟამ მოლდოველი დენის ვიერუც წინა მეტოქეთა გზას გაუყენა, სატიტულო ბრძოლაში კი ისრაელის წარმომადგენელ ბარუჩ შმაილოვს სძლია.

დიდებული სტარტის შემდეგ სხვა ჩვენიანებისგანაც წარმატებებს ველით. შაბათს ტატამზე ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ.) და ზებედა რეხვიაშვილი (-81 კგ.) გავლენ.

ტურნირი კვირას დასრულდება

წილი
წინა სტატიაგერმანია გავარდა! რა დაუშავდა ამით?
შემდეგი სტატიაშავი კვარცხლბეკზე
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".