ქართველმა გოლიათმა ლევან გორგაძემ კიუსიუ ბაშოზე მეოთხე ბრძოლა გამართა და მიჯრით მესამე გამარჯვება მოიპოვა.

თუ გუშინ და გუშინწინ მისი მეტოქეები მაღალი რანგის, მაგრამ მაინც მაეგაშირები იყვნენ, ამჯერად ტოჩინოშინის პირისპირ კომუსუბი კაისეი იდგა. ბრაზილიელი ძალიან გამოცდილია და თუმცა ლევანთან აქამდე 10-ჯერ დამარცხებულა, 7-ჯერ თავადაც უმარჯვია.

კაისეიმ შეცდომა დაუშვა. სუმოს სამყაროში ყველამ იცის: თუ ტოჩინოშინმა მარცხენა ხელი ჩაგავლო მავაშში, განწირული ხარ. ამჯერად ლევანს ჩავლება გამოუვიდა და მასზე გაცილებით მძიმე ბრაზილიელი ციმ-ციმ გაიტანა საშეჯიბრო წრიდან.

პირველსავე ბრძოლაში შემთხვევითმა წაგებამ, როგორც ჩანს, გვარიანად გააბრაზა ლევანი და მეტოქეებს მისებურად დაერია. ჩვენც ეგ გვინდა.

წლის ბოლო ბაშოზე იმპერატორის თასი ქართველი ოძეკისთვის ალალი იქნება.

წილი
წინა სტატიასუზანას პრემიერლიგა
შემდეგი სტატიალუჩო ალბას ალბათ შეურიგდა
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".