გაიცანით სუზანა დინეიჯი – სიმპათიური ქალბატონი, რომელიც მომავალი წლიდან ინგლისურ პრემიერლიგას ჩაუდგება სათავეში.

აქამომდელ ხელმძღვანელ რიჩარდ სკადემორს 19 წელი ეკავა პოსტი და ყველაზე ყურებადი ლიგა განვითარების ახალ ეტაპზე გაიყვანა. მას შემდეგ, რაც სკადემორის პოსტიდან წასვლის ამბავი გადაწყდა, ბევრი კანდიდატი დასახელდა, საბოლოოდ კი არჩევანი მის სუზანაზე შეჩერდა.

ერთი მხრივ პარადოქსია, რადგან ფეხბურთთან უშუალო შეხება მას არასოდეს ჰქონია. სამაგიეროდ, უდიდესი გამოცდილება აქვს იმ სფეროში, საიდანაც პრემიერლიგაში ყოველწლიურად ასობით მილიონი გირვანქა მიედინება. სუზანა დინეიჯი უკვე ოცი წელია, ტელეინდუსტრიაში მოღვაწეობს, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში Animal Planet-ის პრეზიდენტი გახლდათ, რომელიც Discovery-ს სტრუქტურაში შედის. საკითხი ყველა დონეზე, მათ შორის Discovery-თანაც შეთანხმებულიაო, გვამცნობს ბრიტანული მედია, თუმცა „ტრანსფერის“, ანუ წინა დამსაქმებლისთვის დინეიჯში გადახდილი საკომპენსაციო თანხა არ სახელდება.

ეს დანიშვნა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ თანამედროვე ფეხბურთი უპირველესად სანახაობაა, შოუა, ძვირადღირებული პროდუქტია და მისი სარფიანად გაყიდვაც პროფესიონალების საქმეა. სუზანა მილიონებს მოიტანს, დანარჩენზე კი გასახდელებში იფიქრონ.

წილი
წინა სტატიაკლოპმა ჯიბეში ხელი ჩაიყო
შემდეგი სტატიატოჩინოშინი გაბრაზდა!
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".