„ბეტისთან“ 3:4 წაგებულ შეხვედრაში ლეო მესიმ დუბლი შეასრულა და „ბარსას“ მაისურით გატანილი გოლების რაოდენობა 566-მდე გაზარდა. მატჩის ბოლო წუთზე გატანილი გოლით მან ლეგენდარულ გერმანელ გერდ მიულერს გადაასწრო, ვისაც „ბაიერნის“ სახელით 565 გოლი გაუტანია.

მეოთხე-მეხუთე ადგილებს პორტუგალიელები იკავებენ: ეუსებიომ „ბენფიკა“ 473-ჯერ, კრიშტიანუ რონალდუმ კი “რეალი” 450-ჯერ ასახელა. ამ ხუთეულს კარგა ხანი ვერავინ გაეტოლება, რადგან ლივერპულელი მეექვსე ადგილოსანი იან რაში რონალდუს 101 გოლით ჩამორჩება და მოქმედ ფეხბურთელებს ჯერ ის ეყოლებათ ორიენტირად.

რაო? პირველი ადგილის მფლობელი გამოგვრჩა? რა თქმა უნდა, პელე! ფეხბურთის მეფემ „სანტოსის“ რიგებში 643-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. მესის ჯერაც აქვს პელეს რეკორდის დამხობის შანსი. საამისოდ ლეოს ორი მისებური ან სამი „ისე რა“ სეზონი ეყოფა.

წილი
წინა სტატიატოჩი მიოგირიუსაც მოერია
შემდეგი სტატიაუზნეობაა, მაგრამ თვითმფრინავი უნდა
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".