არგენტინელმა სანტიაგო სოლარიმ სულ ორი კვირა გაატარა მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე. დროის ამ მონაკვეთში გუნდმა ოთხივე შეხვედრა მოიგო და თუმცა პრიმერაში ჯერაც მეექვსე საფეხურზეა, „ბარსელონასგან“ 4 ქულაღა აშორებს.
დღეს კი სამეფო კლუბმა ესპანეთის სამეფო საფეხბურთო ფედერაციას შესაბამისი დოკუმენტაცია გადაუგზავნა და სოლარის სეზონის ბოლომდე სრულფასოვან კონტრაქტს გაუფორმებს. აქამდე სოლარი „რეალის“ ფარმკლუბს იმდენად წარმატებულად წვრთნიდა, ხელმძღვანელობა კარგა ხანს ყოყმანობდა მის მთავარ გუნდში გადმოყვანაზე…
ფეხბურთელობისას სოლარის „ატლეტიკოს“ და „ინტერის“ მაისურიც მოურგია, მაგრამ ევროპაში ყველაზე მეტი „რეალში“ გაატარა. საუკუნის გარიჟრაჟის სუპერვარსკვლავურ გუნდშიც კი არ ჩაიკარგა და 5 სეზონში 131 შეხვედრაში 10 გოლით გამოირჩა.
წილი
წინა სტატიაეს ერთი!
შემდეგი სტატიათქვენ რას იტყვით, ბატონო რომან?
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".