წლის დამამთავრებელ, მეექვსე ბაშოს კუნძული კიუსიუ მასპინძლობს.

კიუსიუ ბაშოს ჩვენი ლევან გორგაძე ერთ-ერთი ფავორიტის რანგში შეხვდა. არცაა გასაკვირი: ტრავმების გამო კიუსიუზე ერთბაშად ორი იოკოძუნა ვერ ჩავიდა. ჰაკუჰოს და კაკურიუს არყოფნაში ფავორიტი თითქოს კიდევ ერთი იოკოძუნა კისენოსატო იქცა, მაგრამ არც ისაა უძლეველი და ეს, პირველივე საშეჯიბრო დღემ დაამტკიცა.

თუმცა რაა? ჩვენი გოლიათიც დამარცხდა…

ლევან გორგაძის მეტოქე დასავლეთის მეორე მაეგაშირა ტამავაში გახლდათ, ვისაც აქამდე ლევანი 24-ჯერ დასჯახებია და 16-ჯერ განუდევნია დოჰიოდან. დღეს ტამავაშიმ მეცხრედ იმარჯვა, რასაც მძლავრი ცუპარებით (მკერდში გაშლილი ხელისგულების ხშირი დარტყმებით) მიაღწია. ლევანი მისთვის საყვარელ – მავაშში მარცხენა ჩავლებას ეპირებოდა, თუმცა მეტოქემ არ მიუშვა.

საწყენია, თუმცა არა ტრაგიკული. ეს მარცხი ალბათ კიდევ უფრო შეაგულიანებს ტოჩინოშინს. წინ კიდევ 14 საშეჯიბრო დღეა და დაუმარცხებლად ამ გზას, ალბათ, ვერავინ გაივლის. აკი მოგახსენეთ: იოკოძუნა კისენოსატო პირველივე ბრძოლაში გაიტანეს დოჰიოდან.

ხვალ ტოჩინოშინი უტიტულო და გამოუცდელ ნიშიკიგის დაეჯახება. აქამდე სამად სამჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ორჯერ ქართველმა იმარჯვა. იმედია, ხვალ გაასამებს…

წილი
წინა სტატიაიტალიამ ბორჯღალი დაატრიალა
შემდეგი სტატიაპრობლემა თავშია!
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".