თბილისის „დინამომ“ 11 ნოემბერს 1:4 წააგო საჩხერის „ჩიხურასთან“, რაც კლუბის უფროსობისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. მოსალოდნელი იყო, რომ ეს მარცხი უბრალოდ არ ჩაივლიდა: კლუბის ხელმძღვანელობამ კახა კაჭარავა მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა, ნაცვლად კი მისივე თანაშემწე, ზაურ სვანაძე დანიშნა.

სვანაძეს წარდგენა არ სჭირდება. თბილისის „დინამოს“ ოქროს გუნდში 7 ნომერი გახლდათ, 1981 წელს თასების თასი მოიპოვა.

სვანაძე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ბაქოს „ინტერის“ მწვრთნელად. შარშანწინ იყო, გუნდმა ორი ეტაპი გადალახა ევროპა ლიგაზე და მესამეში „ბილბაოსთან“ გავარდა.

„დინამომ“ კი კაჭარავას მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა.

ისე, ეჭვი გვაქვს, მარტო მწვრთნელის შეცვლა ვერ უშველის საქმეს.

„დინამოს“ პრობლემა უფრო თავშია.