
ლაშა ტალახაძეს ძალოსნობაში საქმე აღარ დარჩა. გაურკვეველია, კიდევ რამდენი სიმძიმე უნდა ჩამოჰკიდონ მის შტანგას, რომ ბოლოს და ბოლოს მორიგ რეკორდზე ხელი აიღოს. ქართველმა გოლიათმა უკვე დაიმკვიდრა ადგილი ყველაზე მძიმე სპორტის ისტორიაში და მისგან მომავალში არაფერი გაგვიკვირდება.
აშხაბადში, მსოფლიო პირველობაზე ლაშა ტალახაძემ სამმაგი ოქრო დაიმსახურა, აკვრაც დაინარჩუნა, ატაციც და ორჭიდიც. კილოგრამებზე დამშეული ქართველი თურქმენთა სატახტო ქალაქში ჯერ რეკორდს ამყარებდა, შემდეგ კი ახალ რგოლებს უმატებდა შტანგას და თავისსავე რეკოდს აუმჯობესებდა. ასე მოხდა ატაცში (207-212-217 კგ) და აკვრაში (245-252-257კგ). დიახ, ლაშა ტალახაძემ, პირველმა მსოფლიოში, მეოთხედი ტონა აჰკრა და ორჭიდზე რაღა გითხრათ: 474 კილოგრამი ხომ რეკორდია და რეკორდი!