თბილისის „დინამოს“ ბოლოდროინდელი წარუმატებლობის შემდეგ გავრცელდა ხმები, რომ კახა კაჭარავამ გუნდის მწვრთნელის პოსტი დატოვა. მისი ასეთი გადაწყვეტილება გასაკვირი სულაც არ იქნებოდა, თუმცა…
– არა, ტყუილია, არსად წავსულვარ. „დინამოში“ მუშაობას ძველებურად ვაგრძელებ, – გვითხრა კახა კაჭარავამ.
– თასის ნახევარფინალში გაგრასთან წაგების შემდეგ კლუბის პრეზიდენტს თუ შეხვდით?
– დიახ, შევხვდი და ვისაუბრეთ. ზოგადად, რომან ფიფიასთან ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს, გუნდის გაძლიერებასა და სამომავლო პერსპექტივებზე ვსაუბრობთ.
– კრიზისიდან გამოსავალს რაში ხედავთ?
– ბიჭები დაღვინდებიან, გამოცდილებას შეიძენენ და გამოსავალიც ეგ იქნება. ყველა როდი უძლებს იმ ტვირთს და ვალდებულებას, რასაც „დინამოს“ სახელით თამაში გაკისრებს. დღევანდელ „დინამოში“ კი ბევრი პერსპექტიული, იმედიდსმომცემი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, მალე ისინი თავიანთ სათქმელს იტყვიან.