აბა, უყურე, აბა, უყურე… რა ხდება? ეს ქვეყანა ჩალით გადაუხურავთ.
- ლარზე ამბობ?
- არა, „იუვენტუსზე“.
- ეგ თითქმის ერთი და იგივეა.
- რატომ?
- ორივე დაეცა. ორივე ნიჩიაშია.
- არა, ლარი უფრო წამხდარია.
- ეგ ვისთვის როგორ.
- როგორ და როგორ. „იუვენტუსს“ ჯერ კიდევ შერჩენია შანსი, ლარს კი არანაირი შანსი არა აქვს.
- ეგრე, „ბარსელონა“ უფრო დაცემულია, ვიდრე ლარი.
- შეუძლებელია.
- შეუძლებელი სულაც არ არის. მე გეტყვი რაც არის შეუძლებელი.
- რა?
- შეუძლებელია, ჩვენთან თუნდაც ერთლარიანისხელა „იუვენტუსი“ არსებობდეს.
- გეთანხმები, მაგრამ სულ არაფერს მაინც ასე სჯობს.
- შენ წარმოიდგინე, ლარზე საზოგადო მოღვაწეები კი არა, ფეხბურთელები რომ ეხატოს.
- ოღონდ, დღევანდელი ფეხბურთელები.
- გაუფასურება მაშინ გენახა.
- საერთოდ აღარ გვექნებოდა ფეხბურთი.
- თუ ფული?
- ფული თავისთავად.
- ერთი რამე მოვიფიქრე, რონალდოს უნდა დავურეკო.
- რატომ?
- გრანტი გამოგვიყოს.
- რა უნდა გამოგვიყოს?
- გრანტი.
- გრანტს როგორ გამოგვიყოფს, გრანტი ხომ მოკვდა?
- გაზასავით ლაპარაკობ.
- კაპიტან გრანტზე გეუბნები.
- არა, კაცო. გრანტი ფულის ჩუქებას ნიშნავს. რონალდოს შეუძლია ჩვენი გადარჩენა.
- კიდევ ვის შეუძლია?
- ყველას, ვისაც არ დაეზარება, დაჟე „მანჩესტერ სიტის“.
- ეგ რომელია?
- ეგ ის არის.
- ა, ის?
- ჰო, ის. რომ დაგვაქცია.
- აბა, ეგ რას გადაგვარჩენს?
- მისმინე, „გალათასარაი“ რომ ჩამოვიყვანოთ?
- რად გვინდა?
- წითელ-ყვითელია. ფერადს მაინც შევხედავთ რამეს.
- მოიცა, შენ შავ-თეთრი ტელევიზორი გაქვს?
- არა, მაგრამ ბოლო დროს ყველა ფეხბურთი შავ-თეთრად ჩანს.
- გაფუჭებული ყოფილა.
არა, მგონი ფეხბურთია გაფუჭებული.
- შენ, ეტყობა, „იუვენტუსის“ თამაშს უყურე და იმიტომ გეგონა შავ-თეთრი.
- არა, ნაღდად შავ-თეთრი იყო, „ნიუკასლზე“ შავ-თეთრი.
- ესე იგი, ძველი ფეხბურთი ყოფილა.
- კი, იქნებოდა ბრეჟნევის ხნის.
- ის მომეწონა, გამოგვიყოფენო. ისევ გამოყოფაზე მითხარი.
- რა გითხრა?
- კიდევ ვინ გამოგვიყოფს?
- ვისაც არ დაეზარება.
- და გაზა?
- რა გაზა?
- გაზა არაფერს გამოგვიყოფს?
- გაზას ენის გამოყოფა უყვარს.
- მერე გამოგვიყოს. ეგეც საქმეა.
- არ იცის სად ვართ და როგორ გამოგვიყოს?
05.12.1998