სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი კვლავ მსოფლიოს პირველი ჩოგბურთელია.  ეს მას მერე გაირკვა, რაც რაფაელ ნადალი პარიზის ტურნირიდან მოიხსნა. ჯოკოვიჩმა წელს ორი უმსხვილესი ტურნირი, უიმბლდონი და US Open-ი მოიგო.

პარიზის ტურნირიდან მოხსნამ რაფაელ ნადალის წლის შემაჯამებელ ტურნირში მონაწილეობაც ეჭვქვეშ დააყენა. ჯოკოვიჩი მსოფლიო რეიტინგის პირველ საფეხურზე 2016 წლის 31 ოქტომბრის მერე არ ყოფილა. სერბის ანგარიშზე ჯამში ATP-ს ტურნირებზე მოპოვებული 72 ტიტულია, რითაც მოქმედი ჩოგბურთელებიდან ჯოკოვიჩი მხოლოდ ნადალს და ფედერერს ჩამორჩება.

წილი
წინა სტატია48 გუნდით ყატარში?
შემდეგი სტატიაგავიხსენოთ კენ ნორტონი
ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...