თვე: ნოემბერი 2018

Home 2018 ნოემბერი
ესტონეთისთვის საქართველომდე შორია, ველით ისრაელს
ჩანაწერი

ესტონეთისთვის საქართველომდე შორია, ველით ისრაელს

მოვიგეთ! საქართველო ესტონელებთან მათ პარკეტზეც კი ფავორიტი იყო და დაიცვა კიდეც სტატუსი. ვერ ვიტყვით, ფრენა-ფრენითო, მაგრამ გამარჯვებულებს არ სჯიან. ილიას ზუროსს მწირი დრო ჰქონდა გუნდის დასაგეშად და თუ იმასაც დავამატებთ, რომ ტალინს საქართველო უპირველესი ვარსკვლავის გარეშე ესტუმრა, მოგებას მეტი ფასი დაედება. „ბასკონიამ“ თორნიკე შენგელია არ გამოუშვა. სხვა შემთხვევაში, ეგებ ჩვენი ფედერაცია უფრო კატეგორიულიც ყოფილიყო, მაგრამ...

ვინ დაესწრება სუპერკლასიკოს მადრიდში?
ჩანაწერი

ვინ დაესწრება სუპერკლასიკოს მადრიდში?

როგორც მოგახსენეთ, „კოპა ლიბერტადორესის” საპასუხო ფინალური შეხვედრის ამბავი გაირკვა: თამაში მადრიდში, „სანტიგო ბერნაბეუზე” გაიმართება. ბუენოს აირესის გუნდებმა პირველი შეხვედრა 2:2 დაასრულეს, მეორე კი „რივერ პლეიტის” ხულიგანი ფანების გამო ვერ ჩატარდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მადრიდში გადმოტანილ შეხვედრას სდევს ბილეთების განაწილებაა. ამ ასპექტის მოგვარება ორგანიზატორებმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას მიანდეს. გადაწყდა, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე” დასწრების უპირატესობა...

ვერგამოსული დიდი ჩხუბი
ჩანაწერი

ვერგამოსული დიდი ჩხუბი

ზარი მოდით, ჩარლი როუზს ველაპარაკოთ. უფრო სწორად, გავიხსენოთ ის, რასაც ჩარლი როუზი გვიამბობდა, სანამ ცოცხალი იყო. ჩარლი ძველი დროების პრომოუტერი გახლდათ და ბროდვეიზე პატნემ ბილდინგში ჰქონდა კანტორა, საიდანაც მსუბუქი წონის მოკრივეთა ბედს განაგებდა და მატჩების გამართვას ხელმძღვანელობდა. მიუხედავად იმისა, რომ როუზი მძიმე წონის საქმეებში არ ერეოდა, სწორედ ის აღმოჩნდა მონაწილე ერთი დიდი შერკინების მზადებისა, რომელიც...

გადაწყდა: სუპერკლასიკო მადრიდში გაიმართება
ჩანაწერი

გადაწყდა: სუპერკლასიკო მადრიდში გაიმართება

„კოპა ლიბერტადორესის” საპასუხო ფინალური შეხვედრა 9 დეკემბერს მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე”, საქართველოს დროით 23 საათსა და 30 წუთზე ჩატარდება! „რივერ პლეიტისა” და „ბოკა ხუნიორსის” მეორე კონტინენტური დაპირისპირება ბუენოს აირესიდან 9600 კილომეტრით გადაიტანეს. მიზეზი: განრიგით დანიშნულ დღეს, „რივერ პლეიტის” ხულიგანმა ფანებმა „ბოკა ხუნიორსის” ავტობუსი დაარბიეს და ფეხბურთელები დაასახიჩრეს. არგენტინის პოლიციამ ვერც მაშინ შეძლო უსაფრთხოების დაცვა და როგორც...

აბა, განი! ჭიდაობა ქართული!
ჩანაწერი

აბა, განი! ჭიდაობა ქართული!

ქართული საჭიდაოს ნახერხის სუნი ჩაგისუნთქავთ? დოლისა და ზურნის აკომპანიმენტზე გული აგჩქარებიათ? ქართული ჭიდაობა არასოდეს ყოფილა მხოლოდ გართობა-სანახაობა. იმავდროულად საბრძოლო ხელოვნებაც იყო და საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა. ბოლო ათწლეულებში თითქმის გაქრა საჭიდაოს მოწყობისა და კონკრეტული სოფელ-ქალაქის ტურნირის გამართვის ტრადიცია. ამის მიუხედავად, ქართული ჭიდაობა კვებავდა და კვებავს ჩვენს ლეგენდარულ ფალავნებს განუმეორებელი ილეთებით, მერე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იაპონურ ძიუდოში თუ...

სალომე ზურაბიშვილის სპორტული სარბიელი
ჩანაწერი

სალომე ზურაბიშვილის სპორტული სარბიელი

საქართველომ მეხუთე პრეზიდენტი აირჩია. პირველად ჩვენს უახლეს ისტორიაში ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი პირი ქალბატონი იქნება. სალომე ზურაბიშვილი ბოლო პრეზიდენტია, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ პირდაპირი არჩევნების გზით აირჩია, ანუ: მიუხედავად კონსტიტუციით საკმაოდ შეზღუდული აღმასრულებელი ფუნქციებისა, მისი ლეგიტიმაცია საკმაოდ მაღალია. და რა შუაშია „სარბიელი“? რა საერთო აქვს სპორტულ გამოცემას დიდ პოლიტიკასთან? ახლავე მოგახსენებთ. ბევრი სხვა ფუნქციისგან თავისუფალ პრეზიდენტს, სურვილის...

კბენა ვერ მოახერხა
ჩანაწერი

კბენა ვერ მოახერხა

ინგლისის ქალაქ სტოკში, „bet365 სთედიუმზე”, ჩემპიონშიფის გუნდების „სტოკ სიტისა” და „დერბი ქაუნთის” შეხვედრაში, სტუმართა ნახევარმცველმა ბრედლი ჯონსონმა მასპინძლების ვარსკვლავს ჯო ალენს მაისურზე უკბინა. როგორც ჩანს მეტოქე წესიერად ვერ მოიხელთა, თორემ მაისურზე კბენა რა ბედენაა. ამბობენ, რომ ალენს სწრაფმა რეაქციამ უშველა. ინციდენტი ტელევიზორშიც გამოჩნდა. მომხდარს წინ სტოკელი პიტერ ეტებოს გაძევება უძღოდა. მან რიჩარდ კიოს წინააღმდეგ იუხეშა....

სახურავის ბინადარი კარლსენი
ჩანაწერი

სახურავის ბინადარი კარლსენი

მაგნუს კარლსენის საჭადრაკო მსოფლიოს სახურავიდან ჩამოსკუპების მორიგი მცდელობაც ჩაიფუშა – ამ ჯერზე იტალოამერიკელ ფაბიანო კარუანას ვერ ეყო რესურსი. ლონდონში დასრულებული საჩემპიონო მატჩის კლასიკური ნაწილი შემაშფოთებლად თანაბრად მიმდინარეობდა და ერთი მაინც შედეგიანი პარტიის გარეშე, 6:6 დარულდა. თქმა იმის, რომ მხარეები ბრძოლას არ ცდილობდნენ, უტაქტობა იქნება, რამდენიმე პარტიაში 60-70 სვლა გაკეთდა და პრეტენდენტი ზოჯგერ უფრო ახლოს იყოს...

კოვაჩის წინააღმდეგ ოთხი ფეხბურთელია
ჩანაწერი

კოვაჩის წინააღმდეგ ოთხი ფეხბურთელია

კრიტიკის ქარცეცხლში გატარებულმა „ბაიერნის” მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა, ჩემპიონთა ლიგაში „ბენფიკას” 5:1 დამარცხების შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ მას კი არ მოხსნიან, არამედ ფეხბურთელების მხარდაჭერით გაძლიერებულს შემდგომი მუშაობის საშუალებას მისცემენ. „ბენფიკასთან” მატჩის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე კოვაჩმა თქვა: „გუნდში სულ ოთხი ფეხბურთელია, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ არიან და ისინი ჩემს მომხრეებს არ ელაპარაკებიან. მე კი უმრავლესობა მიჭერს მხარს და დღევანდელ შეხვედრაში...

რა მოხდა ბირმინგემში ?
ჩანაწერი

რა მოხდა ბირმინგემში ?

გასულ კვირა დღეს დიდი ვნებათაღელვა იყო ინგლისური ჩემპიონშიფის ერთი გამორჩეული შეხვედრისას. „ასტონ ვილამ“ თანაქალაქელ „ბირმინგემს“ უმასპინძლა, ეს კი არასდროს არაა პატარა ამბავი, სატურნირო თვალსაზრისის მიუხედავად და, ასეთ დროს ისიც უმნიშვნელოა, თუ რომელ ლიგაში თამაშობენ ეს გუნდები. 41 200 მაურებელი ჰყავდა ამ მატჩს. დებიუტში დაწინაურებულ სტუმრებს, ვილაპარკელებმა დახვეწილად შემოუტრიალეს თამაში და თვალსასეირო რკენაში 4-2 იმარჯვეს. ამ ოთხიდან...