ნიკოლოზ ბასილაშვილმა პარიზის მასტერსი გამარჯვებით დაიწყო. პირველ წრეში მისი მეტოქე ავსტრალიელი ჯონ მილმანი გახლდათ, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 35-ე ადგილს იკავებს. პირველ სეტში ნიკამ ერთი მოწოდება აართვა მეტოქეს და მშვიდად მივიდა 6:4-მდე. მეორე სეტი არ შედგა – მილმანმა ტრავმა მოიმიზეზა და კორტზე აღარ გავიდა.

მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი იქნება. 32 წლის ვეტერანი რეიტინგის მე-8 ნომერია, პარიზში კი მე-7 ნომრად არის განთესილი.

სამხრეთაფრიკელმა ოქტომბერში უკვე დაგვიმარცხა ნიკა და იმედია, ამჯერად რევანში შედგება. ამ წყვილის გამარჯვებული, სავარაუდოდ კეი ნიშიკორის შეხვდება, მერე კი… მერე ფედერერი იქნება.

მძიმე ბადეა? რა თქმა უნდა – პარიზის მასტერსი ხომ სტატუსით მხოლოდ დიდი სლემის ტურნირებს ჩამოუვარდება და ATP-1000 კატეგორიისაა.

ნიკას მონაგარმა მეორე წრეში გასვლისთვის 45 სარეიტინგო ქულა და 33 ათას ევროზე ცოტა მეტი შეადგინა.

წილი
წინა სტატიაეს დინამო, ის დინამო
შემდეგი სტატიაწინ, ევროპისაკენ, ავტოქარხნის გავლით!
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".