სტამბოლის პროკურატურამ რამდენიმე ცნობილ ფეხბურთელთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მათ შორის არის არდა თურანიცაა. როგორც იცით, არდა „ბარსელონას“ ეკუთვნის და თურქულ „ბასაკშეჰირში“ განათხოვრებით თამაშობს, თუმცა საქმე ფეხბურთს არ ეხება…
31 წლის არდაზე ეჭვობენ, რომ ცნობილ ისლამისტ ფეთჰულან გიულენთან თანამშრომლობს. თურქეთის მთავრობამ 2016 წელს მას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დასდო ბრალი. შესაბამისად, არდა თურანსაც იგივეს ედავება.
არდა თურანის გარდა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ემრე ბელოზოღლუსთან, ოქან ბურუქთან და ბიულენთ ქორქმაზთან დაკავშირებითაც. სამივენი იმ ნაკრებში თამშობდნენ, რომელმაც 2002 წელს მონდიალზე მესამე ადგილი დაიკავა.
ისევ არდა თურანზე: რამდენიმე დღის წინ მასზე საქმე გაიხსნა, მომღერალ ბარქაი შაჰინს ღამის კლუბში თავს დაესხა და სცემაო. მას 12,5 წლით პატიმრობა ემუქრება – სექსუალური ხასიათის თავდასხმა, ტრავმის განზრახ მიყენება, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და იარაღის უკანონოდ ტარება – ოთხი სხვადასხვა მუხლი…