რაო?!

მესი? რონალდუ? ფედერერი? ლებრონ ჯეიმსი? ლუის ჰემილტონი?

დაივიწყეთ, თუ საქმე ყველაზე ძვირადღირებულ კონტრაქტს ეხება. არის ასეთი მოკრივე – საულ „კანელო“ ალვარესი მექსიკიდან. დღეის მდგომარეობით WBC, WBA და IBO ვერსიებით მსოფლიოს ჩემპიონს კრივის საშუალო წონაში ერთბაშად 365 მლნ. დოლარი შესთავაზეს. სანაცვლოდ მან 5 წლის განმავლობაში 11-ჯერ უნდა იჩხუბოს. პირველი ბრძოლა 15 დეკემბერს ლეგენდარულ „მედისონ სქვერ გარდენში“ გაიმართება ბრიტანელ როკი ფილდინგთან და სასწორზე WBA-ს საჩემპიონო ქამარი დაიდება. 365 მილიონი დოლარის შემთავაზებელი კი სტრიმინგული ფირმა DAZN გახლავთ, ინფორმაციას კი ESPN ავრცელებს.

აქამდე ყველაზე მსხვილი ერთჯერადი კონტრაქტით „მაიამი მერლინსის“ ბეისბოლისტი ჯანკარლო სტენტონი იწონებდა თავს, რომელსაც 2014 წელს 13-წლიან კონტრაქტში ხელფასად 325 მილიონი დოლარი დაუთქვეს…

არადა, ყველაფერი უუფლებო გლადიატორთა ბრძოლებით იწყებოდა, ლეგენდარული მიღწევების სანაცვლოდ ოდენ თავისუფლებას რომ იღებდნენ…

წილი
წინა სტატიასად არის ჩვენი ოცნება?
შემდეგი სტატიამარტის თვეა ჩვენი…
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".