საქართველოს ნაკრების თამაშმა მოლოდინს გადააჭარბა. მოედანზე ერთი გუნდი მეორეს ისე სჯობდა, რომ სადავო არაფერი ყოფილა. თბილისშიც გამოჩნდა, რომ საქართველო ლატვიაზე უკეთესია, თუმც დღეს კლასის ნამდვილი დემონსტრირება ვნახეთ. ეს გუნდი უფრო ზემო დივიზიონში უნდა თამაშობდეს. კარგა ხანია რიგაში ასეთი კარგი გუნდი არ ჩამოსულა.
შთაბეჭდილება რჩებოდა რომ ქართველი ფეხბურთელები არა მხოლოდ ხარისხით, არამედ რაოდენობითაც აღემატებოდნენ ლატვიელებს.
სიამოვნება იყო გიორგი ჩაკვეტაძის თამაში, რომელსაც ყველაფერი გამოსდიოდა და გოლიც ბრწყინვალე გაიტანა. რა დრიბლინგი, რა მოძრაობა და დარტყმამდე რა პაუზა…
დიდებული იყო ჯაბა კანკავას გოლიც. ასევე, ჩაკვეტაძის პასი და ვაკო გვილიას დარტყმა, რამაც თამაშის ბედი გადაწყვიტა. კანკავა, კაშია, კვეკვესკირი და გვილია, ალბათ არ ვცდები, საქართველოს ნაკრების წამყვან ძალას წარმოადგენდნენ.
ჩანდა მწვრთნელის ხელი. ერთ მუშტად შეკრული იყო თქვენი ნაკრები, გარდა იმისა, რომ მართლაც კარგი ფეხბურთელები გყავთ.
ასე რომ, გილოცავთ და ფლეი ოფშიც წარმატებას გისურვებთ.
ლატვია-საქართველო 0:3
გოლები: 0:1 კანკავა (8), 0;2 გვილია (29), 0:3 ჩაკვეტაძე (60)
ყაზაიშვილმა ვერ გაიტანა პენალტი (4, მეკარე)
ლატვია: ვანინსი, ზუევსი, იაგოდინსკისი, დუბრა, მაქსიმენკო, ფერტოვსი (ისაევსი 46), ტარასოვსი, ციგანიკსი, რაკელსი, კარაშაუსკსი (იკაუნიეკსი 70), გუტკოვსკისი (შაბალა 70).
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, დვალი, კანკავა (აბურჯანია 34), გვილია, კვეკვესკირი, მერებაშვილი (ჯიღაური 80), ჩაკვეტაძე (ზარანდია 88), ყაზაიშვილი.
გაფრთხილება: გუტკოვსკისი (46)
არბიტრი: პ. არდელეანუ (ჩეხეთი)