საფრანგეთის ნაკრების წევრებმა ანტუან გრიზმანმა და პოლ პოგბამ ჩათვალეს, რომ მათი მსოფლიოს ჩემპიონობა არაფრითაა NBA – ს ჩემპიონობაზე ნაკლები და ბრილიანტის ბეჭდებს იმსახურებენ.

ფეხბურთელს თითოეული ბეჭედი დაახლოებით 37 000$ დაუჯდება. შეგახსენებთ, რომ მისი ხელფასი კვირაში 250 000 ევროა. ბეჭდები ცისფერი საფირით, ბრილიანტებით და რუბინით, ანუ საფრანგეთის დროშის ფერებში იქნება გადაწყვეტილი.
აქამდე ყველაზე ძვირფასი ბეჭდები 2017 წელს NBA -ს “გოლდენ სტეიტმა” დაუკვეთა და მას 83 ბრილიანტი ამშვენებს რეგულარულ ჩემპიონატში გამარჯვებათა რიცხვის აღსანიშნავად.
NBA-ში ბრილიანტის ბეჭდები 1947 წლიდან დამკვიდრდა, სულ პირველი კი 1893 წელს “სტენლის თასის” პირველ მომგებ “მონრეალის” ჰოკეისტებს გადაეცათ.

2005 წელს “ნიუ ინგლენდზის” მფლობელმა რობერტ კრაფტმა მას საჩემპიონო ბეჭედი უჩვენა. “ამით კაცსაც მოკლავ”, – თქვა თურმე პუტინმა მას შემდეგ, რაც ბეჭედი მოირგო, მერე კი კრაფტს გაუღიმა და ჯიბეში ჩაიდო.
კრაფტი 2013 წლამდე ელოდა ბრილიანტის ბეჭდის დაბრუნებას, მერე კი საჯაროდ მოითხოვა. 2017 წელს მან შუამდგომლობა დონალდ ტრამპსაც კი სთხოვა…
ტრამპი სდუმს.
ხმას არ იღებს პუტინიც.
პოგბა კი იხდის…