პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა დიდხანს ვერ უერთგულა დუმილის ტაქტიკას და ყველაფერს, რაც ბოლო თვეებში გადახდა, ფლორენტინო პერესის მიერ მოწყობილი შეთქმულება უწოდა.
ამბავი იმით დაიწყო, რომ უეფამ “ოქროს ბურთი” ლუკა მოდრიჩს არგუნა და ეს არჩევანი ცერემონიამდე კარგა ხნით ადრე გახდა ცნობილი. კრიშტიანუს აზრით ამ საქმეში პერესმა უეფა იარაღად გამოიყენა.
ამის შემდეგ 9 წლის წინანდელი საქმე ამოტივტივდა – ქეთრინ მაიორგა ფეხბურთელს გაუპატიურებაში სდებს ბრალს. რამდენიმე სოლიდურმა სპონსორმა განაცხადა, რომ გაუპატიურების საქმის ფონზე, შესაძლოა, რონალდუსთან კონტრაქტები გაწყვიტონ ან გადასინჯონ მაინც.
დაბოლოს: ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში “ვალენსიასთან” მიღებულ წითელ ბარათის მიღებაშიც რონალდუ “რეალის” ყოვლისშემძლე ბოსის ხელს ხედავს. თავს ვერ დავდებთ, რომ ეს ყველაფერი ასეა, თუმცა პერესის გულღრძოობის და უსაზღვრო შესაძლებლობების შესახებ ბევრმა კარგად იცის.
არის კიდევ ერთი ნიუანსიც: გაბრაზებული რონალდუ გაცილებით უკეთ თამაშობს და ამაში მისი ბოლო ერთი თვის სტატისტიკაც დაგვემოწმება. რაც შეეხება ნაკრებს, ფლორენტინო პერესის დაკრულზე მოცეკვავე უეფას ტურნირში თამაშზე რონალდუ არ თამაშობს. დეგვეთანხმებით, რომ უმისოდ ერთა ლიგასა და ზოგადად, ნებისმიერ ტურნირს მარილი აკლდება…