არც “ჩელსი” და არც მოსკოვის “სპარტაკი” – ინგლისის ნაკრების კაპიტანმა ჯონ ტერიმ  კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. 37 წლის ტერიმ პროფესიულ ფეხბურთში 23 წელი გაატარა. ბოლო სეზონი “ასტონ ვილას” მაისურით ითამაშა. ბოლო შეხვედრა “ასტონ ვილას” შეადგენლობაში მაისში ჩაატრა და როგორც ახლა ირკვევა, ის მატჩი კარიერაში ბოლოც იყო.

გამოსათხოვარი პოსტი ჯონ ტერიმ ინსტაგრამში გამოქვეყნა. იქამდე, სექტემბერში გაჩნდა ცნობა, თითქოს ტერი მოსკოვის “სპარტაკში” გადადიოდა. ითქვა ისიც, რომ ტერიმ რუსებთამ წინასწარი კონტრაქტიც გააფორმა და მას სამუშაო ვიზაც გაუფორმეს. ისტორია იმით დასრულდა, რომ ფეხბურთელმა ოჯახური გარემოებების მომიზეზებით რუსეთში წასვლა იუარა.

კარიერის უმეტესი წილი ჯონ ტერიმ “ჩელსიში” გაატარა. ამ გუნდთან ერთად მან ხუთჯერ მოიგო პრემიერლიგა, ამდენჯერვე ინგლისის თასი, სამჯერ ლიგის თასი, ასევე ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და ორჯერ ინგლისის სუპერთასი.

გაზეთი „სანის“ ინფორმაციით, ჯონ ტერი „ჩელსის“ ახალგაზრდული გუნდის მწვრთბელი გახდება და ხელფასის სახით წელიწადში 800 ათას ფუნტს მიიღებს.

წილი
წინა სტატიავადა ელ კლასიკომდე
შემდეგი სტატიავართ თუ არა სპორტული ერი?
„სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.