დიეგო მარადონამ, ახლა მექსიკის მეორელიგელ „დორადოსს“ რომ წვრთნის და თან ბელარუსის ბრესტის „დინამოს“ მმართველი დირექტორი გახლავთ, მათ საპასუხოდ, ვინც ნარკოტიკების მოხმარების გამო აკრიტიკებენ, ხმაურიანი განცხადება გამოაცხო.

„არგენტინა აფერისტებით სავსეა. მათი რიცხვი კოლოსალურია. მე მლანძღავენ ნარკოტიკების მოხმარების გამო, თავად კი არანაკლებ მოიხმარენ. ბევრ მათგან ერთად ჩავდიოდი ამ საქმეს. წარმოიდგინეთ, ისეთი ხალხია, შვილები რომ ნარკომანები ჰყავთ, იმასაც მე მაბრალებენ. დიეგო ცუდ მაგალითს აძლევსო. ამას ვამბობ ცნობილ ადამიანებზე, დეპუტატებზე, მდიდარი კომპანიის დირექტორებზე და ასე შემდეგ. ერთი ვიცი, დრო ყველას თავის ადგილს მიუჩენს“,  – წერს მარადონას სიტყვებს მექსიკური Infobae.

 

წილი
წინა სტატიაემოციური ადამიანი
შემდეგი სტატიარაკიტიჩს ავადმყოფობამ უშველა
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ