იცით, რა არის MMA? გიტაცებთ შერეული ორთაბრძოლები? თუ თქვენი პასუხი უარყოფითია, მაინც არ გამოტოვოთ ბრძოლა, რომელიც ამ სახეობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესად შეირაცხა.

UFC სპორტის ამ სახეობაში ყველაზე ძლიერი პრომოუშენია და საუკეთესო მებრძოლებს აერთიანებს.

სწორედ მისი ეგიდით 7 ოქტომბრის დილას, ლას ვეგასში რუსი-დაღესტნელი მოქმედი ჩემპიონი ჰაბიბ ნურმაგომედოვი და ირლანდიელი ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი იჩხუბებენ.

აჟიოტაჟი ფანტასტიურია.

ამას ამძაფრებს მებრძოლთა ღია ზიზღი და მტრობა, რომელიც ნამდვილად არაა სპექტაკლი. გაზაფხულზე ნიუ-იორკის სასტუმროს ფოიეში ჰაბიბი კონორის მეგობარს გადაეყარა და სილა გააწნა – ინტერნეტში ქვეშაფსია როგორ მიწოდეო.

პასუხად, კონორი მეორე დღესვე ჩაფრინდა ნიუ იორკში, ჰაბიბის ავტობუსს დახვდა და ხელის ურიკით დალეწა – დაღესტნელი ავტობუსიდან არ ჩამოვიდა და მერე თავს იმართლებდა, დაცვამ არ გამიშვაო.

მტრობის მეორე მიზეზი: კონორმა ჩემპიონის ტიტული 2016 წელს თავისი ნებით დათმო. მაშინ მოკრივე ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლისთვის ემზადებოდა, რომელშიც გარანტირებული 80 მილიონი დოლარი მიიღო.

თავისუფალი ქამარი ჰაბიბს ისე ერგო, ტოპ-ხუთეულიდანაც კი არავისთან უჩხუბია.

ამბობენ, კრემლი და პირადად პუტინი ქომაგობენ ჰაბიბს და პრომოუშენს სერიოზულ ფულსაც უხდიანო.

ჰოდა, მაკგრეგორი, რომელსაც შერეკილის რეპუტაცია აქვს, კუთვნილის დაბრუნებას აპირებს. „მეფე დაბრუნდა“, – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

ვნახოთ. დიად ბრძოლამდე რამდენიმე საათი დარჩა.

ინტერნეტით პირდაპირი ტრანსლაციის უფლება ოთხ მილიონზე მეტმა ადამიანმა შეიძინა.

ვინ ვის? ფაფახიანი რუსი თუ შერეკილი ირლანდიელი?

ხვალ ბრძოლის მიმოხილვას ჩვენი ექსპქრტის იოსებ კობერიძის კომენტარებით შემოგთავაზებთ.

წილი
წინა სტატიათბილისობა ჩინეთში
შემდეგი სტატიავის შეაგინა ჟოზე მოურინიუმ პორტუგალიურად?
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".