ყოჩაღ, ნიკა! ამ დონის ტურნირზე შემთხვევითი ხალხი ვერ ხვდება. ჰოდა, აი, როცა მავანი ქართველი მეჩოგნე მერვედ და მეოთხედფინალებს სეტის წაუგებლად გაივლის, მეტის ამბიციაც გვიჩნდება. თუმც, სეტის წაუგებლად რას მიქვია, როცა დღეს ნიკამ ალექსანდ ზვერევთან მომგები მალეკ ჯაზირი უმოწყალოდ არბია – 6:2, 6:2.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა უკვე მოინაგრა 180 სარეიტინგო ქულა და 180 000 დოლარი.

წინ ნახევარფინალია. ვინ არის ნიკას მომდევნო მეტოქე? – 23 წლის კაილ ედმუნდი მსოფლიოს მე-16 ჩოგანია, მაგრამ ვუნდერკინდიაო ვერ ვიტყვით. ATP ტურზე ჯერ ტიტული არ მოუგია, მაგრამ სტაბილურობით გამოირჩევა. წლეულს ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალს უწია, როლან გაროსსა და უიმბლდონზე კი მესამე წრეს. მოკლედ, მებრძოლი ბიჭია, მაგრამ არა მონსტრი და იმ მეთექვსმეტეობასაც ოდენ გასულ თვეში უწია.

ნიკა ბასილაშვილი კი დიდებულ ფორმაშია. ნუ ვიმკითხავებთ, რამდენი ადგილით წაინაცვლებს რეიტინგში, მაგრამ, დიდი ალბათობით, საუკეთესო ოცდაათეულში შეაბიჯებს.

რა თქმა უნდა, წინსვლა გაცილებით საგრძნობი იქნება, თუ ფინალში გავა.

არადა, გავა, გვჯერა!

წილი
წინა სტატიასამწუთიანი პრესკონფერენცია
შემდეგი სტატიანიკოს ქუჩა ბრუნეტში
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".