ათტურიანი წაუგებელი სერია დინამომ გორში შეწყვიტა                                                        ბადრი კეთილაძის ფოტო

„დინამოს“ 10 ტური აღარ წაეგო. ბოლოს კახი კაჭარავას გუნდს ლიდერმა „საბურთალომ“ მოუგო 17 ივნისს. და, აი კერკეტმა „დილამ“ უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინა ლიდერის უშუალო მდევარს. ერთადერთი ბურთი  მიკოლა კოვტალიუკმა გაიტანა 74-ე წუთზე. უკრაინელს ჯამში 15 გოლი მოუგროვდა და მხოლოდ ერთით ჩამორჩება მთავარმეგოლე გიორგი გაბედავას.

„დინამოს“ წაფორხილებით ვერც „საბურთალომ“ ისარგებლა და შინ ერთ-ერთ მებოლოვე „სამტრედიას“ დაუზავდა. ამისდაკვალად, საბურთალოელებმა ბოლო ოთხ ტურში შესაძლო 12-დან, მხოლოდ 4 ქულა მოიპოვეს, რაც ჩემპიონობის მაძიებელი გუნდისთვის ძალიან ცუდი შედეგია.

ზედიზედ სამი მოგების შემდეგ (ამათგან ორი 3:0), „ტორპედომ“ აუტსაიდერ „კოლხეთს“  ვერაფერი მოუხერხა. ახლა ქუთაისელებს გამოტოვებული მატჩების დროც დაუდგათ. ქუთაისელები „დილას“, „ლოკომოტივსა“ და „დინამოს“ შეხვდებიან. საინტერესოა, რომ ოთხდღიან მონაკვეთში „ტორპედოს“ შინ და სტუმრად ორჯერ უწევს „დილასთან“ შეხვედრა.

დავით ჯიქიამ რუსთავს მე-19 წუთზე გაუტანა

„ჩიხურამ“ წინა ტურში „საბურთალოსთან“ საშინაო მარცხის შემდეგ, ხასიათი ოდნავ გამოიკეთა. სტუმრად „სიონს“ სძლია და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა.

ტურის ბოლო შეხვედრაში კი, მიხეილ მესხის სათადარიგო მინდორზე, „რუსთავი“ „ლოკომოტივს“ დაუზავდა. ეს რუსთველთა მიჯრით მეოთხე ფრე გახლდათ. ამავე შეხვედრაში  რკინიგზელმა დავით ჯიქიამ უკვე მე-19 წამზე გახსნა ანგარიში. თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი პაპავამ გაათანაბრა.

ამით ელიგის მესამე წრე დასრულდა. თუმცა უახლოესი ტური უკვე მომავალ პარასკევს დაიწყება და კვირას დამთავრდება.

სხვა მხრივ, 27-ე ტურში ძალიან ცოტა – მხოლოდ 8 გოლი გავიდა. ასეთივე მაჩვენებელი გახლდათ 25-ე და 22-ე ტურებშიც…

 

27-ე ტური: კოლხეთი 0:0 ტორპედო, დილა 1:0 დინამო, სიონი 1:2 ჩიხურა, საბურთალო 1:1 სამტრედია, რუსთავი 1:1 ლოკომოტივი

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
საბურთალო36247564:2979
დინამო36216973:3869
ტორპედო36209766:2569
ჩიხურა361971054:3364
დილა361712760:4063
ლოკომოტივი361281643:5544
რუსთავი368131533:4437
სიონი36872139:6531
სამტრედია36492328:8121
კოლხეთი36482426:7614

კოლხეთს დაკლებული აქვს 6 ქულა

28-ე ტური. 5 ოქტომბერი: კოლხეთი – ჩიხურა

6 ოქტომბერი: სიონი – საბურთალო, სამტრედია – ლოკომოტივი

7 ოქტომბერი: რუსთავი – დინამო, დილა – ტორპედო

მეგოლეები: გიორგი გაბედავა (ჩიხურა) – 16, მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 15, ლეანდრო რიბეირო (დილა) – 13, ბუდუ ზივზივაძე (დინამო) – 12, ოთარ კიტეიშვილი (დინამო/შტურმი ავსტრია) – 11, მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი), ვაგნერ გონსალვეში (საბურთალო), ლევან კუტალია (ტორპედო) – 9

წილი
წინა სტატიაბარსელონას პირველი მილიარდი
შემდეგი სტატიასენტ-ლუის-ბლიუზი ბათუმში
სოლომონ გულისაშვილი
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.