საფონდო ბირჟებზე არსებობს გამოთქმა – „ფსიქოლოგიური ბარიერი“. სწორედ ამგვარი თამასა დაძლია „ბარსელონამ“.

კლუბში 2017-18 წლების ბიუჯეტი დააჯამეს და აღმოჩნდა, რომ პირველად საფეხბურთო კლუბების ისტორიაში შემოსავალმა მილიარდს გადააჭარბა – 1.05 მლრდ. დოლარი.

ბუნებრივია, ეს მხოლოდ შემოსავალია და არა სუფთა მოგება. როდესაც შემოსავალს გასავალი დააკლეს, სუფთა მოგების სახით საკმაოდ მოკრძალებული 12,67 მლნ. დოლარი დარჩა. თუმცა, თანამედროვე სპორტში, სადაც ასტრონომიულ ხელფასებს უხდიან ვარსკვლავებს და კლუბების უმეტესობა წამგებიანია, კატალონიელთა რენტაბელობა აღფრთოვანებას თუ არა, პატივისცემას მაინც იმსახურებს.

ბოლო რვა წლის განმავლობაში „ბარსელონას“ ჯამურმა მოგებამ 229 მილიონი დოლარი შეადგინა.

სავარაუდოდ, უკვე მიმდინარე სეზონის დასასრულს კლუბის საერთო შემოსავალი 1,105 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

კლუბის ხელმძღვანელობას ამბიციების ნაკლებობას ვერ დავწამებთ: 2021 წლისთვის მილიარდიან შემოსავალს უკვე არა დოლარებში – ევროებში დავითვლითო.

წილი
წინა სტატიანეტავ მესიმ ყველა ერთ ადგილას გაგვიშვას
შემდეგი სტატია19 წამი
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".