საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც თბილისში, ანდორასთან 13 ოქტომბრის და რიგაში, ლატვიასთან 16 ოქტომბრის მატჩებისთვის მოემზადება. სიაში 26 ფეხბურთელია.

ვაისმა გამოიძახა პოლონეთის „არკას“ გარემარბი ლუკა ზარანდია, რომელსაც ეროვნულ გუნდში აქამდე არასოდეს უთამაშია. მან გიორგი არაბიძის ადგილი დაიკავა.

სიაშია ჯანო ანანიძეც, რომელმაც ტრავმა მოირჩინა და რუსეთის თასზე რამდენიმე წუთი ითამაშა კიდეც.

კიდევ ერთი შედარებით ახალი სახე ვახტანგ ჭანტურიშვილია. სლოვაკური ტრნავას „სპარტაკის“ შემტევი ნახევარმცველი წელიწადნახევრის წინ ჰყავდა ნაკრებში, მას მერე – აღარ. ჭანტურიშვილი და მისი გუნდი ევროპა ლიგაზე თამაშობს.

დანაკლისი ცენტრფორვარდის პოზიციაზეა. ქვილითაიას დაშავების შემდეგ ვაისს ამ პოზიციაზე მჭედლიძე და კაჭარავა დარჩა.

მეკარეები: გიორგი ლორია (უგუნდოდ), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკი, ტრნავა, სლოვაკეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).

წილი
წინა სტატიაპანებმა ფრენბურთი დააპანიკეს
შემდეგი სტატიაეს იყო გენიალური…
კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ