მას შემდეგ, რაც “ფრანს ფუტბოლმა” დაიბრუნა “ოქროს ბურთის” გამოკითხვის და დაჯილდოების ოდინდელი უფლება, ფიფასთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, საკუთარი ცერემონიით ყველა და ყველაფერი დაეჩრდილა.

გამოუვიდათ კიდეც.
ლონდონში ნამდვილი ვარსკვლავთცვენა შედგა, თუმცა ღონისძიებას თანამედროვეობის ორი უდიდესი ფეხბურთელი აკლდა. კრიშტიანუ რონალდუ ნომინანტი კი იყო, მაგრამ ამბობენ, შედეგებმა წინასწარ გაჟონაო და არ ჩავიდა ცერემონიაზე. მესი კი სამეულში საერთოდ არ იყო. ისიც თქვეს, შედეგები მანაც იცოდა, მაგრამ დაჯილდოებაზე ჩასვლას იმად გეგმავდა, რომ რონის ვერგამარჯვების „ლაივში“ ნახვა უნდოდაო… მაგრამ კრიშტიანუმ რომ გადაიფიქრა ჩასვლა, ლეომაც ოჯახური პრობლემები მოიმიზეზა.
წლის საუკეთესო ფეხბურთელს პრიზი ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ გადასცა. მოლოდინი გამართლდა:
ხორვატიის ნაკრებისა და „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა რონალდუს და მესის ჰეგემონიას წერტილი დაუსვა.
წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად ლეგენდარული ბრაზილიელი მარტა დასახელდა, რომელის ქალთა შორის რონი-ლეოს წყვილზე არანაკლები ფიგურაა.
წლის საუკეთესო მწვრთნელს პრიზი არსენ ვენგერმა გადასცა. ზიდანისგან ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოგება მსოფლიოს ჩემპიონობამ გადასძალა. წლის ტრიუმფატორი მწვრთნელი დიდიე დეშამი გახდა, რომელმაც ფეხბურთელის რანგში მსოფლიოს ჩემპიონობას მწვრთნელის რანგში იგივე წარმატება დაურთო.
ქალთა გუნდების მწვრთნელთა შორის რეინალდ პედროსი შეუვალი ავტორიტეტია და ეს პრიზიც საფრანგეთში გაემგზავრა.
კიდევ ერთი ინტრიგა წლის მეკარის ნომინაცია გახლდათ ტიბო კურტუამ უგო ლორისს და კასპერ შმეიხელს აჯობა.
პრიზის გარეშე არ დარჩენილა ეგვიპტელი მო სალაჰი, რომელსაც წლის საუკეთესო გოლისთვის მიღებული პრიზი მიაქვს ლივერპულში
და, რაღა თქმა უნდა, ფიფას წლის სიმბოლური ნაკრები:
დავიდ დე ხეა (მანჩესტერი), დანი ალვეში (იუვენტუსი), სერხიო რამოსი (რეალი), რაფაელ ვარანი (რეალი), მარსელო (რეალი), ლუკა მოდრიჩი (რეალი), ნგოლო კანტე (ჩელსი), ლეო მესი (ბარსელონა), კილიან მბაპე (პსჟ), ედენ აზარი (ჩელსი), კრიშტიანუ რონალდუ (რეალი, იუვენტუსი).
როგორც ამბობენ, გემოვნებაზე არ დავობენ. სიმბოლურ გუნდში მადრიდელების სიჭარბემ ბევრი გააოცა. თუმცა, ეს უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია.
ულამაზესი ღონისძიება შედგა და ახალი გმირიც იშვა, ყველა სხვა რომ დაჩრდილა.
ჩია ხორვატის – ლუკა მოდრიჩის ტრიუმფის ღამე იყო. მან საფეხბურთო რუკა ახლებურად მოხაზა…

ვინ ვის მისცა ხმა ნახეთ აქ

წილი
წინა სტატიავითომ კრიზისშია საბურთალო?
შემდეგი სტატიაავტოგრაფი საქართველოს და სარბიელს
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".