ვაჟა მარგველაშვილი წილისყრამ იმთავითვე რთულ ბადეში მოახვედრა. ამის მიუხედავად, მეორე წრეში მის მარცხს მაინც არ ველოდით.

პირველ წრეში მალაველი მეტოქის იპონით ძლევის მერე ვაჟას გერმანელი სებასტიან სეიდლი ერგო. სეიდლი მსოფლიოში მხოლოდ მეორმოცეა, მაგრამ კონკრეტული შეხვედრისთვის უკეთ აღმოჩნდა მომზადებული. მარგველაშვილმა მსოფლიოს პირველობა მეორე წრეში დაასრულა.

ქართველის მარცხის შემდეგ უკრაინის სახელით მოასპარეზე ზანთარაიას ქომაგობაზე კი გადავერთეთ, რომელიც ევროპის ორგზის ჩმპიონია და 2009 წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. ამ ჯერზე გიორგიმ რეპეშაჟის გავლით ბრინჯაო აიღო.

შეგახსენებთ, რომ ჩასათვლელ ქულებს მეოთხედფინალში წაგებულიც იღებს, მერე მამაკაცთა და ქალთა მონაგარი ჯამდება და საერთო ჩათვლა დგება.

წინ კიდევ ხუთი წონითი კატეგორიაა, საიდანაც ორში მსოფლიო რეიტინგის ლიდერები გვყავს. ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) და გურამ თუშიშვილი პირველ ნომრებად არიან განთესილნი.
მედლები კი უცილობლად იქნება. იმედია, უმაღლესი სინჯისაც… ჰოდა, ბაქოს ტატამზე სწორედ ჩვენი ნაკრების ლიდერების  გამოსვლებზე, სხვა ბევრ საიტერესო ამბავთან ერთად, „სარბიელის“ კორესპონდენტი პაატა კვანტალიანი ადგილიდავნე მოგვიყვება… ოღონდ, ეგ ორშაბათიდან… იქამდე კი ეგებ ხვალ-ზეგაც მოგვიხდეს სასიხარულო ამბებზე თქმა…

 

წილი
წინა სტატიაბაქოს კარი მედლით შევაღეთ
შემდეგი სტატიაკლოპმა ამაზონი გასახდელთან ჩახერგა
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".