მსვლელობის მიხედვით ფრანგულ ნიცაში გამართული შეხვედრა დიახაც რომ დრამა იყო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ტრაგედია. ნიკოლოზ ბასილაშვილმა კეი ნიშიკორის სამსეტიანი ბრძოლა გაუმართა, გადამწყვეტ სეტში ბრეიკითაც დაწინაურდა, მაგრამ… 3:6, 6:4, 4:6. ნიშიკორის ცალი თვალით ნუ შეხედავთ: ლეგენდარული მაიკლ ჩანგის მოწაფეს კარიერაში 11 ტიტული და 20 მილიონ დოლარზე მეტი უშოვია. ჯერ სლემტიტული ვერ მოინადირა, თუმცა აშშ-ის ღია პირველობის ფინალი დაუგემოვნებია და ამ დონეზე მეოთხედფინალებში ისეთი სიხშირით ხვდება, როგორც პირად სტილისტთან. რა საჭირო იყო ამხელა ისტორია ნიშიკორიზე? ბასილაშვილმა მსოფლიოს მეათე ჩოგანს (ერთ დროს მეოთხეც იყო) არაფერი დაუთმო. ნიკას ყველაფერი წინ აქვს და არც ის მცირედი ქულებია ბედენა, შარშანდელი ნახევარფინალისტობისთვის რომ ჰქონდა დასაცავი. ერთ მშვენიერ დღეს დიდი სლემის ტურნირებზე განთესილებშიც ვნახავთ. არც ისე შორი ჩანს მანამდე.

წილი
წინა სტატიაკაცი, რომელიც როკის ებრძოდა
შემდეგი სტატიატოტენჰემში ვითარება აირია
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".