ჩემპიონთა ლიგის ფინალი ნიუ იორკში? ერთი წლის წინ ასეთ რამეს ვერავინ იფიქრებდა, ახლა შესაძლო ვარიანტია, უახლოეს მომავალში კი შეიძლება ფაქტი გახდეს.
ესპანური ტელეარხი „მედიაპრო” ამბობს, რომ მეგამოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს. მაუწყებელი, რომლის ოფისიც ბარსელონაში მდებარეობს ამბობს:„მხარეები უკვე მსჯელობენ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ნიუ იორკში ჩატარების შესახებ”.
უნებურად გაგახსენდება 2017 წელს უეფას პრეზიდენტის, ალექსანდერ ჩეფერინის ნათქვამი: „პორტუგალიიდან აზერბაიჯანში ჩაფრენა დაახლოებით იგივეა, რაც ნიუ იორკში ჩასვლა. გულშემატკივართათვის ამ მანძილის დაფარვა პრობლემას არ წარმოადგენს. ჩემპიონთა ლიგა ჩვენი, ევროპული შეჯიბრებაა და მოდი მის მომავალზე დავფიქრდეთ”.
ჯერჯერობით ცნობილია, რომ 2019 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში „ვანდა მეტროპოლიტანოზე” გაიმართება, ხოლო 2020 წელს სტამბოლში „ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე”.