დიეგო მარადონას ჩიტირეკიობის ამბავი არახალია. ადრე გვეგონა, რომ თავისი სიგიჟეები ფეხბურთელობისას მოილია, მაგრამ თურმე სად ვიყავით… მარტო წლეულს იმდენი უცნაურობები აკეთა, სხვა მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ ვერ მოახერხებდა.

ჯერ საემიროების მეორე დივიზიონის „ფუჯაირას“ ავარჯიშებდა. ბურთი გააგორა ყაზახ უფეხო ბიჭუნა ალი ამირთან.. „თავისებურად“ ქომაგობდა არგენტინის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე, შუა თითის ჩვენებებით და გულის წასვლებით… მეგობარ ქალბატონზე დაქორწინებას აპირებდა, რომელიც მის გოგონებზე უმცროსია… და ბოლოს, მოულოდნელად ბელარუსული ბრესტის „დინამოს“ დირექტორთა დირექტორი გახდა.

თავისი ახალი გუნდის პირველ თამაშზე, რომელიც „დინამომ“ სოლიგორსკის „შახტიორთან“ 1:3 წააგო, დონ დიეგო ჯავშანტრასპორტიორით გამოცხადდა… არგენტინული მედია წერდა, რომ მარადონა მინსკში 20 მილიონიან სასახლეში იცხოვრებდა, ხოლო ბრესტში სამსახურში საკუთარი თვითმფრინავით ატარებდნენ… დიეგომ გულითადად მიულოცა დაბადების დღე ალეკსანდრ ლუკაშეკოს, რუსული ენის შესწავლას დაჰპირდა, ბელარუს ხალხს სიყვარულში გამოუტყდა და სამუდამოდ იქ დარჩენაც არ გამორიცხა…

მაგრამ ეს სიყვარული მხოლოდ ორიოდ თვეს გაგრძელლდა. ჯერ ხმები დაირხა, დიეგო კარგა ხანია მინსკში აღარ გამოჩენილა და ვენესუელაში გადაბარგებას აპირებსო. მაგრამ ამ დღეებში გაირკვა, მექსიკური „დორადოს“ მწვრთნელი ხდებაო.

„დინამოს“ ოფისში ბოლო დრომდე არაფერი იცოდნენ. წუხელ კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ მარადონა მექსიკის მეორე დივიზიონის კლუბს გაწვრთნის. რაც შეეხება მის ბელარუსულ საგას, აქ ჯერჯერობით სრული გაუგებრობაა.

წილი
წინა სტატიაჩავაჩაკვეტაძეთ…
შემდეგი სტატიასანე ნაკრებიდან ისევ წავიდა
სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.