რაც უნდა გასაოცარი იყოს, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბი „მანჩესტერია“.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში კლუბის აქციების ფასმა 55 პროცენტით იმატა და ფასმა ერთ აქციაზე 26 დოლარს გადააჭარბა. არადა, ეს 27 აგვისტოს მოხდა, როცა „მანჩესტერი“ საკუთარ კედლებში „ტოტენჰემთან“ 0:3 შერცხვა.
ჯამში მანკუნიანელთა კაპიტალიზაციამ 4.8 მილიარდი დოლარი შეადგინა და ამ შედეგით მსოფლიოს სპორტულ კლუბებს შორის პირველ ადგილს ამერიკული ფეხბურთის გრანდ „დალას კოვბოიზ“-თან იყოფს.
რაც შეეხება „რეალსა“ და „ბარსელონას“, მათი კაპიტალიზაცია შედარებით მოკრძალებულია და შესაბამისად, 4.08 და 4.06 მილიარდ დოლარად ფასობს.