კევინ დე ბრუინის საქმეები როგორც ჩანს კარგად მიდის — მას მორიგ სარეაბილიტაციო ეტაპზე გადასვლის ნება დართეს. მოგეხსენებათ, ბელგიელმა ვარსკვლავმა მეორე ტურის წინ, ვარჯიშზე მუხლის გვერდითი მყესი დაიზიანა. პრემიერლიგაში უკვე ოთხი ტური ჩატარდა, დე ბრუინმა კი მოედანზე ფეხი მხოლოდ პირველ თამაშში შედგა, ისიც 30 წუთით.

„მანჩესტერ სიტის” ნახევარდაცვის ლიდერი სამკურნალოდ ბარსელონაში გადაფრინდა, სადაც, როგორც ჩანს, „სიტის” თავკაცს პეპ გვარდიოლას ნაცნობი სანდო ქირურგი ეგულება. ქირურგმა დე ბრუინი გასინჯა და დაასკვნა, რომ მას ოპერაცია არ ჭირდება.

ახლა ინგლისის ჩემპიონი იმედოვნებს, რომ ბელგიელს თავიდან ნათქვამ სამ თვეზე ადრე ვიხილავთ მოედანზე.