უეფამ მონაკოში წინა სეზონის საუკეთესოები დააჯილდოვა… თანამიმდევრობით მივყვეთ:

ევროპის 2017-18 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის შერჩევაში მონაწილეობდა 80 მწვრთნელისგან შემდგარი ჟიური. ისინი, რომლებიც ჩემპიონთა ლიგასა და ევროლიგაში მონაწილეობდნენ. მათთან ერთად ჟიურიში იყო ევროპული სპორტული მედიის (ESM) ჯგუფის მიერ შერჩეული 55 ჟურნალისტი, მათ შორის სარბიელელი დავით კაკაბაძე.

ნომინანტი სამი გახლდათ: ხორვატიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი, პორტუგალიის ნაკრებისა და „რეალის“, ამჟამად კი „იუვენტუსის“ ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ და „ლივერპულის“ ეგვიპტელი შემტევი მოჰამედ სალაჰი.

კრიშტიანუ გალა-დაჯილდოებას საერთოდ არ ესწრებოდა. საუკეთესოდ მსოფლიო ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩი დაასახელეს. სალაჰს, კარგი თამაშისთვის, ოდენ, მადლობა აკმარეს… უეფას ამ საპატიო ჯილდოს შემდეგ ხორვატმა ოქროს ბურთის მიღებისკენაც დიდი ნაბიჯი გადადგა…

დაასახლეს საუკეთესო ქალი ფეხბურთელიც – „ვოლფსბურგის“ დანიელი შემტევი პერნილ ჰარდერი.

დააჯილდოვეს ქართველიც – გურამ კაშია #EQUALGAME-ის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა, რომელიც, მის არყოფნაში, საქართველოს ფეხბურთის ფედარციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ჩაიბარა.

იქვე, პოზიციების მიხედვით – მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, თავდამსხმელს – ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშების საუკეთესობიც გამოავლინეს:

მეკარე – კეილორ ნავასი (რეალი)

მცველი – სერხიო რამოსი (რეალი)

ნახევარმცველი – ლუკა მოდრიჩი (რეალი)

თავდამსხმელი – კრიშტიანუ რონალდუ (რეალი, ახლა იუვენტუსი)

სარბიელელი დავით კაკაბაძის არჩევანის დაგაინტერესებთ. აი, მისი რჩეულნიც:

საუკეთესო ფეხბურთელი ნომინაცია – მოდრიჩი, სალაჰი, აზარი

პოზიციებზე საუკეთესონი – კურტუა, კიელინი, მოდრიჩი, სალაჰი.

ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა და დაჯილდოება ისევ მონაკოში, პარასკევს გაიმართება…

წილი
წინა სტატიაამას სიკვდილი, იმას განთესვა!
შემდეგი სტატიამომავალ ევროიმედამდე…
კობა ინასარიძე
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.