
ტომას გრონემარკი ერთ დროს ფეხბურთელი იყო, მერე მძლეოსანი, მერე ბობსლეისტი და ბოლოს ფეხბურთს აუტების მოწოდებაში მწვრთნელის ამპლუაში დაუბრუნდა. მისი სიამაყე „მიდტიულანდია“, რომელმაც საჩემპიონო სეზონში 80-დან 10 გოლი აუტის მოწოდების შემდეგ გაიტანა. სასაცილოა? ალბათ ის უფრო მეტადაა სასაცილო, ლამის ყოველ მატჩში რამდენჯერმე ფეხბურთელები არასწორად რომ აწვდიან აუტს და მსაჯის სასტვენის შემდეგ თეატრალურად შლიან ხელებს, რას მერჩითო.
ამ საქმეში რეკორდსმენი „ტოტენჰემის“ მცველი სერჟ ორიეა, ვინაც თებერვალში „კრისტალ პალასთან“ არასწორად მოწოდებული აუტებით ჰეთ-თრიქი შეასრულა. ლონდონელებმა მაინც მოიგეს, მაგრამ მაურიციო პოჩეტინო მცველს ნამატჩევს ეხუმრა, ყველაფერს აკეთებ, რომ მომხსნანო…
ფოტოკოლაჟზე კი „სიტის“ ბენჟამინ მენდია, რომელმაც „ვულვზთან“ შაბათის მატჩში აუტის მოწოდების ყველა არსებული და ჰიპოთეტური წესი ერთად დაარღვია.
მიდი და ამის შემდეგ გაამტყუნე იურგენ კლოპი…
