მაგარი თრილერივით წილისყრა გამოაცხო უეფამ. მონაკოში ჩემპიონთა ლიგა დალაგდა, რაღა თქმა უნდა, სიკვდილის ჯგუფების გარეშე არ ჩaუვლია ცერემონიალს. კაკა-ფორლანის დუეტმა განსაკუთრებულად B და C ჯგუფებში შექმნეს ჰიჩკოკური ვითარება…

თავად განსაჯეთ – „ბარსა“, „ტოტენჰემი“, „ინტერი“ და არცთუ მოკრძალებული პსვ, უკვე ინტრიგაა… პსჟ და „ნაპოლი“ კი „ლივერპულთან“ ერთად უაღრესად ამოუცნობ ჯგუფურ ფინალს გვპირდება.
მიუხედავად უეფასა და მისი პრეზიდენტის ალექსანდრ ჩეფერინის ჩახლართულ-დადგენილი რეგლამენტებისა, ვერასდროს გავიგებ, რატომ იყო წილისყრის წინ ლიგას დანატრებულ-მეოცნებე მოსკოვის „ლოკომოტივი“ პირველ კალათში განთესილი, ლიგის წინა გათამაშების ფინალისტი „ლივერპული“ კი-მესამეში… შეუცნობელია ფიქრები ჩეფერინისანი.