„ლივერპულმა” „ბრაიტონს” 1:0 მოუგო, მერსისაიდელთა ძველმა ვარსკვლავმა სტივ მაკმანამანმა კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჯეიმს მილნერი დაასახელა და საამისოდ ძალიან უცნაური მიზეზი დაასახელა.
მაკმანამანი BT Sport-ზე თანა-კომენტატორი გახლდათ, როდესაც „ლივერპულმა” „ბრაიტონთან” უსახური ფეხბურთი ითამაშა. თუმცა, „წითლებმა” მოჰამედ სალაჰის მიერ გატანილი გოლის წყალობით მაინც გაიმარჯვეს. თავისი ყოფილი გუნდის შემყურე მაკმანამანმა თქვა, ფეხბურთელები არაფრისმეტყველები იყვნენ, მაგრამ საუკეთესოდ მილნერს დავასახელებ, რადგან მან ინგლისური იცის და მატჩის შემდეგ ინტერვიუში გასაგებად მაინც დაგველაპარაკებაო.
„გულწრფელად რომ გითხრათ „ლივერპულის” მოთამაშეებიდან გამოსაყოფი არავინაა. ყველანი საშუალოები იყვნენ. ჩემი აზრით შეხვედრის უცნაურობაც იმაში მდგომარეობდა, რომ „ლივერპულის” კი არა, „ბრაიტონის” რამდენიმე ფეხბურთელმა ითამაშა შესანიშნავად, მაგრამ სტუმრები დამარცხდნენ. შესანიშნავი იყო შეინ დაფი, ასევე ბრწყინვალედ ითამაშა ლეონ ბალოგუნმა, ოღონდ იმის გამო, რომ „ლივერპულმა” მოიგო, საუკეთესო ფეხბურთელად ერთ-ერთი მერსისაიდელის არჩევა მიწევს და ბარემ ეს ჯეიმს მილნერი იყოს, რადგან მან ინგლისური იცის და მატჩის შემდეგ ინტერვიუს მაინც მოგვცემს”, — თქვა ვეტერანმა.
სტივ მაკმანამანის ამ ნათქვამმა სოციალურ ქსელებში გულშემატკივრის აღშფოთება გამოიწვია.