„მანჩესტერ იუნაიეტდის” „ბრაიტონთან” 2:3 დამარცხების შემდეგ „წითელი ეშმაკების” ლეგენდამ პოლ სქოულზმა პოლ პოგბა გააკრიტიკა, რასაც ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონის აგენტმა მინო რაიოლამ „ტვიტერით” გასცა პასუხი:

„სქოულზი სერ უინსტონ ჩერჩილის წინ რომ დააყენო, მაინც ვერ მიხვდება რომ ლიდერის წინაშე დგას. არის ხალხი, რომელსაც ლაპარაკი სჭირდება, რათა არ დაივიწყონ”.

არადა, სქოულზის ნათქვამში თითქოს ისეთი არაფერი ყოფილა რაიოლას თავი შეურაცხყოფილად რომ ეგრძნო. ალბათ, იტალიელმა 25 წლის ნახევარმცველის გაიაფების საშიშროება თუ შეამჩნია.

სქოულზმა თქვა: „დღეს, „მანჩესტერ იუნაიტედში” ბევრი ლიდერი არ არის, ამიტომაც ვფიქრობდით, რომ იდეალური კანდიდატი პოლ პოგბა იქნებოდა, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო. პოგბამ კიდევ ერთხელ ითამაშა სუსტად. ის ძალიან არასტაბილურია”.