დღეს ლეო მესი და ესპანური ლა ლიგას კიდევ 19 კაპიტანი შეიკრიბება რათა ერთობლივად გააპროტესტოს ჩემპიონატში თამაშების დაწყების დრო და ზოგი მატჩის აშშ-ში გადატანის გეგმა. ქვეყნის ფეხბურთელთა პროფკავშირი კაპიტნების ერთობლივი განცხადების შედგენას და მის ფეხბურთის ასოციაციაში შეტანას აპირებს.

პრიმერადივიზიონის ტურის შეხვედრები ჩვეულებრივ პარასკევს, შაბათს და კვირას მიმდინარეობს, მაგრამ ისე გვიან იწყება, რომ ბევრი მათგანი ფაქტობრივად შუაღამისას მთავრდება, ხოლო გულშემატკივარი, რომელიც სტადიონიდან შინ არის წასასვლელი, ამას კალენდარულად მეორე დღეს ანუ გვიან ღამით ახერხებს. ცხადია, არსებობს მგზავრობის პრობლემაც. წუხდებიან მოთამაშეებიც. „რეალის” გერმანელმა ვარსკვლავმა ტონი კროოსმა „ხეტაფესთან” გამრჯვების შემდეგ იხუმრა, მოღუშული ვჩანდი, მაგრამ არ იფიქროთ, რომ მოგება არ გამიხარდა, უბრალოდ ამ დროს მძინავს ხოლმეო. „რეალისა” და „ხეტაფეს” შეხვედრა საღამოს, უფრო სწორედ კი ღამის თერთმეტის თხუთმეტ წუთზე დაიწყო.

ხოლო მეორე პრობლემა, როგორც გითხარით, სეზონში ერთი მატჩის აშშ-ში, კერძოდ მაიამიში ჩატარებაა. ფეხბურთელები ჩივიან, რომ მათ არაფერი შეუთანხმეს და ფაქტის წინაშე დააყენეს. ამ სეზონში ამერიკელი გულშემატკივრის წინაშე „ელ კლასიკოს” ჩატარებას აპირებენ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ოკეანის გადაღმა გადატანას დღევანდელ შეხვედრაზე მხოლოდ ლეო მესი და სერხიო რამოსი კი არა, დანარჩენი კაპიტნებიც გააპროტესტებენ.

წილი
წინა სტატიაკაპიტნებმა ამერიკას უარი უთხრეს
შემდეგი სტატიაპოლ სქოულზი ჩერჩილის წინაშე
ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...