გიორგი ხარაიშვილმა სუპერგოლი გაიტანა შვედეთის ჩემპიონატში.
„გიოტებორგის“ 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ევროპა ლიგის მონაწილე „იოსტერსუნდს“ კუთხურიდან ჩაუხვია. ბურთის არავის შეხებია, ისე… მარცხენა ფლანგიდან მარჯვენათი ჩააბზრიალა.
„გიოტებორგმა“ 2:1 მოიგო. მეორე გოლი ქართველის პასით გავიდა, თუმც კუთხურიდან გასროლილმა ჩაყლაპა.
მარნეულში დაბადებულ-გაზრდილი ხარაიშვილი შვედეთში მაგრად ათამაშდა და ალბათ, მომდევნო წელსაც იქ გაატარებს. საქმე ისაა, რომ ხარაიშვილი „საბურთალოდან“ იჯარითაა შვედეთის დიდ კლუბში – იმ კლუბში, რომელსაც 80-იან წლებში ორჯერ აქვს მოგებული უეფას თასი.
ერთ ასეთს საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც გაიტანდეს, მაგარი იქნება. თუმც მანამდე ფეხი აქვს მოსაკიდებელი ვლადიმირ ვაისის გუნდში.