ზოგჯერ ისტორია სულაც ჩვენ თვალწინ იწერება, მაგრამ სანამ ბევრი წელი არ გავა, სრულად ვერ ვასიგრძეგანებთ.

წუხელ მსოფლიო ჩოგბურთის ისტორიამ მორიგი გვერდი გადაფურცლა – ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველი მეჩოგნე შეიქნა, ვისაც მასტერსის სერიის ცხრავე ტურნირის გამარჯვებულის თასი აღუმართავს. ისტორიული ფაქტი ამერიკული ცინცინატის ტურნირის ფინალში დაფიქსირდა, სადაც ნოვაკმა როჯერ ფედერერს 6:4, 6:4 მოუგო. მათი ურთიერთშეხვედრების ანგარიში კი 24:22 გახადა.

ჯამში ჯოკოვიჩს მასტერსის ტურნირებზე 31-ჯერ უმარჯვია და ამ მხრივ მხოლოდ ესპანელ გენიოს რაფაელ ნადალს ჩამორჩება. ყველა დროის უდიდესი მეთიხნარის ანგარიშზე მასტერსის 33 თასია.

ნოვაკი ცინცინატიში მსოფლიოს მეათე ჩოგნის სტატუსით ჩავიდა, რაც დიდწილად ტრავმების და მაიამიში გატარებული არდადეგების ბრალია, თუმცა, თუ მისი დღევანდელი სათამაშო ფორმით ვიმსჯელებთ, პირველობის პრეტენზია საფუძვლიანად ექნება.

ჩოგბურთის გურმანთა ბედნიერება კი იმაში მდგომარეობს, რომ ერთ ეპოქაში სამი გენიოსის დაპირისპირების მომსწრენი შევიქენით. ჯერ წასვლას 37 წლის როჯერიც არ აპირებს.

წილი
წინა სტატიააზარმა სარი დააწყნარა
შემდეგი სტატიანევილი იუნაიტედის ბოსს უტევს
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".