კომპანია Eleven Sports-მა, რომელიც ბრიტანეთის ტერიტორიაზე იტალიური სერია A -ს მატჩების ტრანსლირების უფლებას ფლობს, მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა: მათ „კიევო“-„იუვენტუსის“ მატჩის პირველი 15 წუთი ვერ ნახეს.
არადა, ამ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუს იტალიური დებიუტი შედგა, თუმცა კი უდიდესი მოლოდინის მიუხედავად ტელემაყურებელმა მატჩის რეპორტაჟი მხოლოდ მე-15 წუთიდან ნახა. საქმე იმაშია, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მხრიდან აკრძალულია ადგილობრივი დროით 14.45 სთ-დან 17.15 სთ-მდე (თბილისის დროით 17.45-დან 20.15-მდე) მატჩების ტრანსლირება, რამაც ტრიბუნებზე ქომაგების მიზიდვას უნდა შეუწყოს ხელი.
Eleven Sportsi ამ წესის გასაჩივრებას გეგმავს, რათა მომავალშიც ასეთი პრობლემა არ შეექმნას.