
საუკუნის თავზე ბრაზილიელებმა კიდევ ერთი ღირსეული არაბრაზილიელი ბრაზილიელი აღმოაჩინეს და აშშ-სთან (8 სექტემბერს) და სალვადორთან (12 სექტემბერს) საკონტროლო მატჩებისთვის უხმეს. თუმცა, რა აღმოჩენა უნდოდა? 22 წლის ანდრეს პერეირა ბელგიის პატარა ქალაქ დიუფელში დაიბადა. ნიჭიერმა ყმაწვილმა ბელგიის U15 და U17 ნაკრებებში იბურთავა, მერე კი ბრაზილიის U 20 და U23-შიც მოსინჯა ძალები.
ბელგიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელ რობერტო მარტინესს ქვეყნის მთავარ გუნდში მისი დაძახება სურდა, მაგრამ ფეხბურთელში წინაპართა სისხლმა იყივლა და არჩევანი ბრაზილიის სასარგებლოდ გააკეთა. 22 წლის ნახევარმცველი „მანჩესტერის“ აღზრდილია და თუმცა ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, იჯარით „გრანადასა” და „ვალენსიაში” თამაში მოასწრო.
რამდენად წარმატებულად? წარუმატებლებს ბრაზილიის მთავარ გუნდში არ უხმობენ.