ორი დღეა ინგლისში ვერაფრით გაურკვევიათ რატომ დაანება მსაჯობას თავი 32 წლის ბობი მედლიმ, რომელსაც დიდ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. გუშინ მსაჯთა ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ მედლი „პირადი მიზეზების გამო” გადადგა, მაგრამ ეს იმდენად ბუნდოვანი ნათქვამი იყო, რომ ინგლისურ სოციალურ სივრცეში მკითხაობა, დანარჩენ მსოფლიოში კი მცირე რეაქცია გამოიწვია.

მედლიმ პრემიერლიგაში პირველად 2013 წელს იმსაჯა, ეს გახლდათ „საუთჰემპტონისა” და „ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” შეხვედრა. საინტერესოა, რომ იმ შეხვედრაში ახალგაზრდა არბიტრმა მოედნიდან სამი ფეხბურთელი გააგდო. თამაშის შემდეგ „ვესტ ბრომვიჩის” მაშინდელმა თავკაცმა სტივ კლარკმა თქვა, რომ სამივე გაძევება სამართლიანი იყო.

მედლის აფასებდნენ. 2015 წელს მას „მანჩესტერ სიტისა” და „ჩელსის” შორის ფეხბურთის ასოციაციის ჭაბუკთა თასის ფინალის ორივე შეხვედრის სჯა მიანდეს. 2017 წელს ის თვით „ქომუნითი შილდს” ანუ ინგლისის სუპერთასის მატჩს გაუძღვა.

2013 წლის შემდეგ მედლი პრემიერლიგის 91 შეხვედრას მოემსახურა და ასეთი კარიერის მოულოდნელი დასრულების მიზეზი… ცოლთან, 34 წლის რეჩელთან გაყრა ყოფილა.