24 სექტემბერს, ლონდონში, დიდი სანახაობაა – ფიფა 2018 წლის საუკეთესოებს დაასახელებს. გალა-დაჯილდოება ამჯერადაც ლონდონში გაიმართება. მსოფლიოს რჩეულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:
⚽ საკუთესო ფეხბურთელი ქალი
⚽ საუკეთესო ფეხბურთელი კაცი
⚽ საუკეთესო მწვრთნელი ქალი
⚽ საუკეთესო მწვრთნელი კაცი
⚽ საუკეთესო მეკარე
⚽ საუკეთესო გოლი – პუშკაშის თასი
⚽ ფეარ პლეის ჯილდო
⚽ საუკეთესო ქომაგი
⚽ ფიფა პრო 11-ის გამარჯვებული
ფეხბურთელთა და მწვრთნელთა შორის საუკეთესოებს ქომაგები, ეროვნული გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები და ჟურნალისტები შეარჩევენ, დანარჩენებს კი ფიფას სპეციალური კომისია გამოავლეს.
საქართველოდან გამოკითხვაში მონაწილეობა ტრადიციულად უეფას, „ფრანს ფუტბოლისა“ და ფიფას პარტნიორმა – „სარბიელმა“ მიიღო. მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთა და ფეხბურთელთა სარბიელისეული ვერსია ასეთია:
საუკეთესო ფეხბურთელი კაცი
1. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალიის ნაკრები, მადრიდის რეალი)
2. კევინ დე ბრუინი (ბელგიის ნაკრები, სიტი)
3. ლუკა მოდრიჩი (ხორვატიის ნაკრები, რეალი)

საუკეთესო მწვრთნელი კაცი
1.ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი, მადრიდის რეალი)
2. ხოსეპ გვარდიოლა (ესპანეთი, სიტი)
3. რობერტო მარტინესი (ესპანეთი, ბელგიის ნაკრები)
საუკეთესო ფეხბურთელი ქალი
1. ლაკი ბრონსე (ინგლისი, ლიონი)
2. პერნიერ ჰარდერი (დანია, ვოლფსბურგი)
3. სემ კერი (ავსტრალია, სქაი ბლუ, პერჩი, რედ სტარი)
საუკეთესო მწვრთნელი ქალი
1. რეინალდ პედროსი (საფრანგეთი, ლიონი)
2. სტეფან ლერხი (გერმანია, ვოლფსბურგი)
3. იორგ ვილდა (ესპანეთი, ესპანეთის ნაკრები)
საქართველოს ნაკრების მწვრთნელისა და კაპიტნის ვარიანტები ჩვენთვის ჯერ უცნობია…