… თითქოს ახალი ოლიმპიადაა და არცაა. საბოლოო ჯამში, ყველა ტურნირის რენტაბელობა მაყურებელთა რაოდენიბით იზომება, ზაფხულის სპორტში კი ევროპის ჩემპიონატები მუდმივად განიცდიდნენ აუდიტორიის ნაკლებობას.
ევროპამ კომპაქტური ტურნირი მოიფიქრა, რომელიც ათ დღეში და ორ ქალაქში ეტევა. ალბათ გახსოვთ ორი წლის წინანდელი ბაქოს პირველი ევროპული თამაშები, სადაც გუნდები არა ფედერაციებმა, არამედ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტებმა წარადგინეს. შესაბამისად, ტურნირზე მხოლოდ მეორე და მესამე ნომრები ჩავიდნენ და ორგანიზატორებმა მილიარდ ევროზე მეტი ზარალი ნახეს.
რუსეთმა თამაშები რამდენიმე ასეული მედლით დაასრულა, მეორე კი აზერბაიჯანი იყო, რაც ასევე არალოგიკურია.
წლეულს გერმანიასა და ბრიტანეთში მიმდინარე თამაშებზე შემადგენლობებს არა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები, არამედ საერთაშორისო ფედერაციები ადგენენ. შედეგად, ტურნირზე ვარსკვლავების რიცხვმა იმატა და აუდიტორიამ მილიარდს გადააჭარბა.
პრიზები სოლიდურია: გუნდური პირველობა 22-კარატიანი ოქროთი შემკული თასით აღინიშნება, შვიდიდან თითოეულ სახეობაში ჩემპიონობა კი ოქროს ზოდად ფასობს. მძლეოსნებს გრაფიკი აწყობთ – ოლიმპიური ციკლის შუალედში მოუწევთ ასპარეზობა.
დანარჩენი ფედერაციები კონტინენტის პირველობას ისედაც ყოველწლიურად აწყობდნენ და არც მათ ჰქონიათ რაიმე საწინააღმდეგო.
მოკლედ, ტურნირი ერთობ სოლიდურია და ევროპულ ოლიმპიურ თამაშებადაც კი შეიძლება მოინათლოს.
ოფიციალურად ტურნირს სპორტის ზაფხულის სახეობათა ჩემპიონატი ეწოდება. შოტლანდიური გლაზგო ტანმოვარჯიშეებს, ველოსპორტსმენებს, ნიჩბოსნებს, საწყლოსნო სახეობებს, ტრიატლონს და გოლფს მასპინძლობს. შოტლანდიელები მძლეოსნებსაც გაუწევდნენ საკადრის მასპინძლობას, მაგრამ “სპორტის დედოფალი” გერმანელებს ანდეს – ბერლინის 74-ათასიანი ოლიმპიური სტადიონი ტურნირს მასშტაბურობას მატებს. ამას დაუმატეთ, რომ ტრანსლაციის უფლება ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის და საფრანგეთის ყველა დიდმა სპორტულმა არხმა შეიძინა, “ევროსპორტი” კი სრული მოცულობით და უფასოდ ახდენს მაუწყებლობას. ტურნირი შედგა. 2022 წელსაც შედგება, თუმცა მასპინძელი ჯერ უცნობია.
ერთია გულდასაწყვეტი: საქართველოში ამ ტურნირის შესახებ ჩამი-ჩუმი არ ისმის. ტელერეპორტაჟებს ვინ ჩივის – ფედერაციების, სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტისგანაც არაფერი გვსმენია.
წილი
წინა სტატიავინისიუს, სელფი შეიძლება?..
შემდეგი სტატიასაჭირბოროტო კითხვა-პასუხი
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".