ჯერმეინ პენანტი ახლა 35 წლისაა და მიუხედავდ იმისა, რომ თავის დროზე არსენალსა და ლივერპულში უთამაშია, კარგა ხნის მივიწყებული ეყოლებოდა ყველას, რომ არა ახლხანგამოსული მისი ავტობიოგრაფიული წიგნი, სადაც ის ჰყვება, რომ პირველად მარიხუანა 12 წლისას მამამ გაასინჯინა.

„არასოდეს მქონია ცდუნება ნარკოტიკები გამესინჯა, რადგან ვიცოდი რაოდენი უბედურება მოაქვთ მათ ადამიანებისთვის, – წერს პენანტი, – თუმცა ერთხელ დავაგემოვნე მარიხუანა. მამამ გამასინჯინა. ვფიქრობ, მან კარგი გაკვეთილი ჩამიტარა, რადგან ჰეროინთან და კრეკთან შედარებით მარიხუანა მსუბუქ ნარკოტიკად მიმაჩნდა.

მახსოვს, როცა მოვწიე, ყოველ ნაბიჯზე ვარწყევდი. ასე ცუდად ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. მამა კი იდგა, იცინოდა და ამბობდა: ეს შენთვის გაკვეთილი იქნებაო. არადა, მხოლოდ 12 წლის ვიყავი. მას შემდეგ აღარასოდეს გამჩენია ნარკოტიკის გასინჯვის სურვილი.“

ყოჩაღ, მამა!