
„ჩელსი” მსოფლიოს რეკორდს ამყარებს, ბილბაოს „ატლეტიკისგან” ბასკ მეკარეს კეპა არისაბალაგას 71 მილიონ გირვაქად (79,1 მილიონ ევროდ) ყიდულობს და შესაბამისად ბელგიელ ტიბო კურტუას „რეალისკენ” გზას უხსნის.
23 წლის არისაბალაგას ან მოკლედ კეპას დასავლეთ ლონდონელები დღეს შეიძენენ და გახდებიან ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გოლკიპერის მფლობელები.
„ჩელსი” იძულებული გახდა აჩქარებულიყო, რადგან პრემიერლიგაში სატრანსფერო ფანჯარა ხვალ იხურება, მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარემ კურტუამ კი გაფიცვა გამოაცხადა და ინგლისში არ ჩავიდა.
ტაბლოიდებმა კეპა არისაბალაგა მადრიდის აეროპორტში დააფიქსირეს, ლინდონისკენ ეჭირა გეზი.
რაც შეეხება კურტუას „რეალში” გადასვლას, სავარაუდოდ ეს ტრანსფერი დაახლოებით 40 მილიონი გირვანქა დაჯდება.